თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებას, საქართველოს პრეზიდენტი პროცესების უკან დაბრუნებად აფასებს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, თვითმმართველი ორგანოების გაძლიერებით მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემოდა, მათი პრობლემები უფრო ეფექტურად მოგვარებულიყო.
საქართველოს პრეზიდენტმა ვადამდელი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის გარეშე არჩევნების თარიღს ვერ დანიშნავს.
”ორჯერ ორი ოთხია, თუ ხუთია, ასეთ საკითხებზე ვსაუბრობთ, როდესაც ვაჩერებთ თვითმმართველობის პროცესს და ვცდილობთ იოლად შევატრიალოთ ყველაფერი უკან. ამ პროცესს შევარდნაძესთან დაპირისპირებიდან გააჩნია თავისი ისტორია, როცა ვითხოვდით მეტ თვითმმართველობას, მერე უკვე სააკაშვილის პერიოდში არჩეული თბილისის მერი იყო, ამაში ვმონაწილეობდით და გვახსოვს. ამ პროცესის პოზიტივიც მახსოვს, როდესაც ”ქართულმა ოცნებამ” თვითმმართველობის ნაწილში წინ გადადგა ნაბიჯი.
პრეზიდენტი ვერ გამოაცხადეს არჩევნების თარიღს, პრემიერის კონტრასიგნაციის გარეშე. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც იურიდიული განათლება აქვს ან ახსოვს შარშანდელი პროცესი, ესმის, რომ მე პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის გარეშე ვერ გამოვაცხადებ არჩევნების თარიღს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი