პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი”-ს ხელმძღვანელის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, “გირჩი” თვითმმართველობის არჩევნებში იმ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას, თუ 25 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერის შეგროვებას შეძლებს. ამასთან, “გირჩი” არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობას.
“გირჩი არ აპირებს მხარი დაუჭიროს არც ერთ არსებულ კანდიდატს. ჩვენ არ გვჯერა, რომ რომელიმე მათგანი აპირებს ბრძოლას იმისთვის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. განსხვავებით სხვა პარტიებისგან, ჩვენ არ ვაპირებთ ამ ხელმოწრების გაყალბებას, ჩვენ ვაპირებთ რეალურად შევაგროვოთ 25 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა. თუ ჩვენ შევაგროვებთ 25 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერას, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ისინი ხელმოწერებს სპეცალურ პლატფორმაზე შეაგროვებენ, რომლის მოძიება “გირჩის” ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში კანდიდატებად დაასახელებს ნებისმიერ პირს, ვისაც “გირჩის” სახელით ენდომება რომელიმე დასახლებაში არჩევნებში მონაწილეობა.
კანდიდატობის მსურველებს 15 ივლისიდან შეეძლებათ ვებგვერდზე დარეგისტრირება.
წყარო: იმედინიუსი