ბორჯომში 3 ქუჩაზე სხვადასხვა სახის სამშენებლო- სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტროტუარზე დამონტაჟდა თუჯის ბოძკინტები, გურამიშვილის ქ. №6-თან მოეწყო მოაჯირები, ჭავჭავაძის ქუჩაზე კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა ძველ ამორტიზებულ ღობეებსა და აკაკის ქუჩაზე ასასვლელ კიბეებს.
აღნიშნული ქუჩები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და ტურისტულად საკმაოდ დატვირთულია, ამიტომ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 57 050...
გორის საოლქო კომისიას ქალაქ გორისა და გორის სათემო მუნიციპალიტეტის საზღვრებში შექმნილ ოლქებში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებმა მერისა და გამგებლის დამოუკიდებელი კანდიდატების წარსადგენად რეგისტრაციისთვის მიმართეს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო თვითმმართველი ქალაქის - გორისა და გორის თემის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შესახებ, დადგენილება ძალაში ჯერ არ შესულა. აქედან გამომდინარე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღნიშნულ ტერიტორიებზე ოლქები ცალ-ცალკე შექმნა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის...
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შპს "ნარიყალასთვის" მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის საკითხის ხელახლა შესწავლას ითხოვს. საქმე ეხება 2008 წელს გორგასლის 3-ში ტერიტორიის კერძო მესაკუთრისთვის გადაცემას. ორგანიზაციამ საქმის დეტალები შეისწავლა და ხარვეზები გამოავლინა.
კვლევის მიხედვით, გასხვისებული ტერიტორია სკვერის ნაწილსაც მოიცავს, რაც საჯარო სივრცეა და კანონმდებლობის მიხედვით, კერძო საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება; კერძო მესაკუთრეს თანხა არ გადაუხდია; ქონების გადაცემის გაბათილების მოთხოვნა საკრებულოში 2016 წელს...
მარნეულის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტი, რომლის ღირებულება 60 მილიონი ლარია, მოიცავს მარნეულის, ყიზილაჯლოს, ჯანდარის, წერეთლის, საიმერლოსა და ბეგლიარის სასმელი წყლისა და კანალიზაციის სრულ რეაბილიტაციას.
პროექტი დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის მიერ. პროქტის დეტალები მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ზაურ ტაბატაძემ შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილა.
https://www.youtube.com/watch?v=slIqfrDljrY&feature=youtu.be
სახელმწიფოსთვის გამგეობის კუთვნილი ავტომანქანის უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა ერთხმად მისცეს.
ავტომანქანის სახელმწიფოსთვის გადაცემას მხარი დაუჭირეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც.
„ქონების მართვის სააგენტო შემოვიდა თხოვნით, რომ „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა გადაავცეთ სახელმწიფოს უსასყიდლოდ და შემდეგ სახელმწიფო ამას შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცემს“, - განაცხადა დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ.
„ლაივპრესის“ შეკითხვაზე, როდის შეიძინეს ავტომანქანა და რომელი სამსახურის თანამშრომლები სარგებლობდნენ, საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ...
ამ დროისთვის სოფელ ივერიაში მისასველი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში გზის 3 კილომეტრამდე მონაკვეთზე გათვალისწინებულია მილხიდებისა და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა.
გარდა ამისა, დაბა ასპინძაში შიდა გზებსაც აწესრიგებენ. სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სარგის თმოგველის, ერისთავის, ჩახრუხაძის, სარაჯიშვილის, ბესიკის და კლდიაშვილის ქუჩებზე. დაგეგმილია სანიაღვრე-სარწყავი სისტემის, საყრდენი კედლებისა და გზის სავალ ნაწილზე არმირებული ბეტონის საფარის მოწყობა.
აღნიშნული პროექტის განხორციელებით ჯამში 2 კილომეტრზე მეტი...
"დამოუკიდებელ ქალაქებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი თვითმმართველობა", – აცხადებს ვლადიმერ ზედგინიძე და ამატებს, რომ ახლა როცა უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია, მას არ აქვს უფლება მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმოს – "მისაღებია, ის რაც მთავრობამ გააკეთა".
თუმცა იგი მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მუნიციპალიტეტების გამსხვილების პროცესი, რაც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე არსებული მდგომარეობისკენ დაბრუნებას ისახვს მიზნად, ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის თვალსაზრისით მნიშვნელოვან ეკონომიას შექმნის,...
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ნახევარი წლის განმავლობაში განხორციელებული სოციალური პროგრამების ანგარიში გამოაქვეყნა.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, გამგეობის მიერ მოქალაქეთა დასაფინანსებლად 563 474 ლარია დახარჯული. ჯამში დახმარება 2 904 მოქალაქემ მიიღო.
გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, აღნიშნული თანხიდან 252 012 ლარი მოქალაქეთა სტაციონარულ მომსახურებას მოხმარდა, ბენეფიციართა მედიკამენტოზური მკურნალობა კი 85 962 ლარით დაფინანსდა.
გარდა აღნიშნულისა, დახმარება გაეწია 4 და მეტ შვილიან ოჯახებს, შშმ...
კონსტიტუციის შეცვლა და თვითმმართველი ერთეულების შექმნა-გაუქმება ის ორი საკითხია, რომელთა გადაწყვეტაში მოსახლეობის ჩართულობის სავალდებულოობას საქართველოს კონსტიტუციამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა. ისევე, როგორც კონსტიტუციის ცვლილების შემთხვევაში, თვითმმართველი ერთეულის შექმნა-გაუქმების დროსაც, მოსახლეობასთან საკითხის წინასწარი განხილვა სავალდებულო პროცედურაა. ამ პირობის დარღვევა საფრთხის ქვეშ აყენებს მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას და მისი ანტიკონსტიტუციურობის რისკებს ქმნის.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „თვითმმართველი ერთეულის გაუქმებას ან მისი ადმინისტრაციული საზღვრების გადასინჯვას წინ...
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2017-2018 სააღმზრდელო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეიდან იწყება.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება და ჩატარდება ელექტრონულად, სააგენტოს ვებგვერდის - kids.org.ge-ს საშუალებით.
პირველი ეტაპი დაიწყება 2017 წლის 7 ივლისს, 13:00 საათზე. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი...
https://www.youtube.com/watch?v=-tcS8RWaoJI&feature=youtu.be
ასი ათასობით ლარი იხარჯება, იმ ზომის ნერგების შესაძენად, რომელთა გახარება პრაქტიკულად შეუძლებელია, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ დენდროლოგიურ პარკში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, ხეები, რომლებიც მერიამ დარგო, დარგვიდან ერთ წელში უკვე გამხმარი იყო.
“მილიონი ხის პროექტის ფარგლებში თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში სულ 640 000 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგია დარგული. მათივე ინფორმაციით, თბილისში...
ნაძალადევის რაიონში გზების კაპიტალური რეაბილიტაცია გრძელდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა ნუშის ქუჩაზე. პროექტის ფარგლებში, მოეწყო კანალიზაციის ცენტრალური ქსელი და დაერთებები, ასევე გამოიცვალა წყალსადენის სისტემა. მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ, დაიწყო საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება - მთლიან ქუჩაზე მოეწყო ბორდიურები, ტროტუარები და დაიგო ორი ფენა ასფალტის საფარი. რეაბილიტირებული ქუჩა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.
„ნუშის ქუჩის რეაბილიტაცია ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია. ამ ქუჩაზე...
რუსთავის მუნიციპალიტეტის პროექტის - ,,მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ ფარგლებში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, რომელსაც პროექტის დირექტორის რჩეველი რევაზ ბარბაქაძე უძღვებოდა, გიორგი ჭყონდიდელისა და ცამეტი ასურელი მამის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები ესწრებოდნენ.
ღონისძიების მიზანს მოსახლეობისთვის ქალაქის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების გაცნობა და სამოქალაქო საბჭოს წევრების...
კარგი იქნებოდა, რომ პრეზიდენტს ჩვენთვისაც მოესმინა, სხვებს რომ ხვდებოდა და შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება, - ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას, რომელიც თვითმმართველ ქალაქებს ეხება.
როგორც ალავიძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი გაკეთდა. მისივე თქმით, არავის არაფერი სტატუსი არ ერთმევა.
„ჩვენ არ ვეხებით და იმ ტერიტორიულ პრინციპს ვინარჩუნებთ, რაც...
თვითმმართველობის არჩევნებისთვის ზუგდიდი როგორც თვითმმართველი ქალაქი აღარ იარსებებს, ცალკე არც ზუგდიდის თემი იქნება, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ერთის ნაცვლად მაინც ორი საარჩევნო ოლქი შექმნა. ცესკო ამბობს, რომ კანონის მიხედვით იმოქმედა, არასამთავრობო ორგანიზაციები კი საუბრობენ იმაზე, რომ ეს მდგომარეობა საარჩევნო კომისიების მუშაობის მონიტორინგს შეუძლებელს ხდის, რადგან ფაქტობრივად უკვე არარსებულ თემსა და ქალაქში საოლქო ადმინასტრაცია დამკვირვებელ ორგანიზაციებს არ არეგისტრირებს.
ორმა ორგანიზაციამ, რომელმაც...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































