თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2017-2018 სააღმზრდელო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეიდან იწყება.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება და ჩატარდება ელექტრონულად, სააგენტოს ვებგვერდის – kids.org.ge-ს საშუალებით.
პირველი ეტაპი დაიწყება 2017 წლის 7 ივლისს, 13:00 საათზე. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 14 ივლისს, 13:00 საათზე და რეგისტრაციას გაივლიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც არ შედიან პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში.
აღსანიშნავია, რომ სარეგისტრაცია ფორმაში დაემატება ხუთი ახალი საბავშვო ბაღი, რომელთაც უკვე მიენიჭა ნომრები. ესენია: N33-ს საჯარო ბაგა-ბაღი – ვაშლიჯვრის დასახლება, ზონა 2; N69-ე საჯარო ბაგა-ბაღი – ჩიტაიას ქუჩა N6; N74-ე საჯარო ბაგა-ბაღი – პეკინის გამზირი N23; N113-ე საჯარო ბაგა-ბაღი ურეკის ქუჩა N4; სოფელ წინუბნის საბავშვო ბაგა-ბაღი – სოფელი წინუბანი.
წყარო: ინტერპრესნიუსი