ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობისა და შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ახალციხის გამგეობის ინფორმაციით, სოფელ აწყურში, ციხის უბანში სასმელი წყლის მაგისტრალისა და შიდა საუბნო გამანაწილებლების მოსაწყობად სამუშაოები მიმდინარეობს. გაკეთდება 300 მ3 რკინა-ბეტონის წყლის რეზერვუარი და საქლორატორო, ასევე მოეწყობა რეზერვუარისგან გამომავალი გამანაწილებლებისათვის შენობა-ნაგებობა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 268 405 ლარით ფინანსდება. წყარო: სამხრეთის კარიბჭე
იმისათვის, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს დიცს, არბოსა და ქორდას  სარწყავი წყლის მიწოდების პროცესი დაურეგულირდეს და მოსახლეობას წყალი შეფერხების გარეშე მიეწოდოს, არბო-დიცის სატუმბი სადგური 24 საათიან რეჟიმში მუშაობას იწყებს. ამის შესახებ შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ ბუკიამ აღნიშნული სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.   დიცის, არბოსა და ქორდის მოსახლეობასთან შეხვედრას,  მასთან ერთად, შიდა ქართლის გუბერნატორ კახა სამხარაძეც ესწრებოდა. შეხვედრაზესაირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების...
სახელმწიფო აუდიტის სამსახური არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პოლიტიკურ პარტიებსა და დამოუკიდებელ კანდიდატებს მოუწოდებს, საარჩევნო მიზნებისთვის განხორციელებული ხარჯის დეკლარირება დროულად დაიწყონ, - ამის შესახებ  პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა განაცხადა. „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2017 წლის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის გამჭირვალედ წარმართვის მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახური არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ყველა პოლიტიკურ პარტიას და დამოუკიდებელ კანდიდატს მოუწოდებს, რომ დროულად დაიწყონ საარჩევნო...
საარჩევნო ადმინისტრაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად ემზადება, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ცესკო არჩევნების ორგანიზების კუთხით არაერთ საქმიანობას ახორციელებს. ანა მიქელაძის ცნობით, ამ ეტაპზე საარჩევნო ადმინისტრაციამ რამდენიმე საგანმანათლებლო და ინფორმაციული ხასიათის პროექტი განახორციელა. "ერთ-ერთი პროექტია - ინიციატივა "ვესაუბრებით ამომრჩევლებს". პროექტი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ინფორმირების, საარჩევნო ადმინისტრაციასა და ამომრჩევლებს შორის კომუნიკაციის გაძლიერების და ამომრჩევლებისთვის...
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარია გამოყოფილი. ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის  განცხადებით, აღნიშნულ თანხაში სხვადასხვა ტიპის ხარჯები შედის, რომლებიც არჩევნების ორგანიზებასა და ჩატარებას ეხება. "ამ თანხაში შედის არჩევნების მოსამზადებელი ხარჯები, მოხელეთა მომზადება-გადამზადება, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯები, რაც დაახლოებით ორი მილიონი ლარია, ასევე, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დაფინანსება, რაც 7 მილიონი ლარის ფარგლებშია, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, ცესკო-ს საოლქო...
ცენტრალური საარჩევნო კომისია სხდომაზე რამდენიმე საკითხს  განიხილავს, მათ შორის: ცვლილებების საკითხს დადგენილებაში - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ; ცვლილებებს განკარგულებებში: „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგების პოლიტიკის დამტკიცების შესახებ“, „საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის დაგეგმვის, ანგარიშგებისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ და „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და მისი აპარატის მოხელეთათვის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის შენახვისა და...
სანიციატივო ჯგუფს, რომელიც ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში შექმნილ ოლქში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარსადგენად საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციას ითხოვდა, კომისიამ უარი უთხრა. უარის მიზეზი, ისევე, როგორც გორის შემთხვევაში, იგივეა - კენჭისყრის თარიღი გამოცხადებული ჯერ არ არის, შესაბამისად, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას, საინიციატივო ჯგუფი ამ ეტაპზე რეგისტრაციაში გაატაროსო. თუმცა, ამჯერად, საინტერესო სწორედ ისაა, რომ თელავისა და გორის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საინიციატივო ჯგუფებისათვის გაგზავნილი პასუხები იდენტურია...
თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ, 13:00 საათზე დაიწყება. ელექტრონულად დარეგისტრირდებიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში არ შედიან. როგორც ცნობილია, საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 7 ივლისს დაიწყო, რომლის დროსაც დარეგისტრირდნენ შემდეგი კატეგორიის ბავშვები: თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები (100 000–ზე ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვები); სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები,...
დედოფლისწყაროში  4 წლიანი პროექტი - “სიღარიბის შემცირებისა და სოფლის განვითარების ხელშეწყობა დედოფლისწყაროში“ დაიწყო. პროექტს  ორგანიზაცია “HEKS-EPER საქართველო“ პარტნიორ ორგანიზაცია “ელკანასთან“ ერთად ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს სიღარიბის შემცირებას  მოსახლეობის დასაქმებაში ხელშეწყობის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის გზით. პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით, 11 ივლისს, ქ.დედოფლისწყაროში  ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის არჩევნები გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად....
ქალაქ დედოფლისწყაროში ევდოშვილის და სამხედრო ქუჩის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ევდოშვილის ქუჩაზე  1 კილომეტრამდე, ხოლო სამხედროს ქუჩაზე 307 მეტრი სიგრძის გზაზე  ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობაა დაგეგმილი.  საგზაო სამუშაოები, რომლის ჯამური ღირებულება 252 017 ლარია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. განახლებული გზა  დედოფლისწყაროს მოსახლეობას უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების საშუალებას მისცემს. სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.
https://www.youtube.com/watch?v=pMF4ZOaCn3k&feature=youtu.be სოფელ ხიჭაურში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 2 სართულიანი შენობა აშენდება. მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერილები, სამზარეულო, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა და შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირთათვის. ბაგა-ბაღი 50-ზე მეტ აღსაზრდელს მოემსახურება. მშენებლობაზე 219 ათას  870 ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო. წყარო: ტვ25
ქალაქ გურჯაანში გოგებაშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 755 მეტრი სიგრძის გზაზე  ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. სამუშაოებს შ.პ.ს "ლაგოდეხავტოგზა" ასრულებს.  პროექტი მიმდინარე წლის სექტემბრის შუა რიცხვებამდე დასრულდება.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით  გარე განათების ქსელის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. სამტრედია-ხონის ცენტრალურ სატრანსპორტო მაგისტრალზე, ნაბაკევის თემის სოფელ კვირიკეს ტერიტორიაზე, ქსელის სრულყოფის მიზნით,  გარე განათების ლამპიონები ემატება. სამუშაოების მიმდინარეობა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ დაათვალიერა. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს ნაბაკევის თემის სოფელ კვირიკეს ტერიტორიაზე, სოფლის პროგრამის ფარგლებში გარე განათების სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა. 
საგზაო ინფრასტრუქტურის რებილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვილაში. სოფლის ცენტრალურ გზის 800 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი ეწყობა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 124 909 ლარით ფინანსდება. სოფელ გედსამანიაში, 3კმ–იან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო და მოეწყო სანიაღვრე არხები. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 277 380 ლარით დაფინანსდა. მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები ხარაგაულის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ, მოადგილე არჩილ მაღრაძემ, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ოთარ ლურსმანაშვილმა...
ზესტაფონში, კვალითის დასახლებაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება. დაგეგმილია საავტობობილო გზების, დასასვენებელი სკვერების და მინი საფეხბურთო მოედანის მშენებლობა-რეაბილიტაცია. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მელქაძის, კეკელიძის და ჩიკაშუას ქუჩაზე მდებარე რეკრეაციულ ზონებს. საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება კეკელიძის ქუჩაზე და ე.წ. ყანების უბნის ცენტრალურ ქუჩებზე.  განახლდება ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკები. პროექტის მიხედვით, ასევე, განსაზღვრულია განათების დეკორატიული სისტემის დამონტაჟებაც. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მაღლაკელიძის ქუჩაზე მდებარე სპორტულ მოედანსაც.
ქობულეთში, ზღვაში, ფეკალური მასები აღარ მოხვდება. ქობულეთში საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობა ექსპლუატაციაში შევიდა. ობიექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა ლევან სუხიტაშვილმა დაათვალიერა. ახალი გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ფეკალური მასები ზღვაში აღარ მოხვდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სანიტარულ მდგომარეობას სანაპირო ზოლზე, ასევე შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და ხელს შეუშლის სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელებას. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის საერთო ღირებულება 5 800...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ