დღეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართება

576

ცენტრალური საარჩევნო კომისია სხდომაზე რამდენიმე საკითხს  განიხილავს, მათ შორის:

ცვლილებების საკითხს დადგენილებაშისაარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ;

ცვლილებებს განკარგულებებში: „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგების პოლიტიკის დამტკიცების შესახებ“, „საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის დაგეგმვის, ანგარიშგებისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ და „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და მისი აპარატის მოხელეთათვის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის შენახვისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“;

ასევე, განხილული იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხვადასხვა დეპარტამენტების დებულებები;

იმსჯელებენ პრეს-სპიკერის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებზე და თეთრიწყაროსა და ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიბის წევრების არჩევის საკითხზე.

სხდომა 14 ივლისს, 15 საათზე დაიწყება.

წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია