სოფელ ხიჭაურში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 2 სართულიანი შენობა აშენდება. მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერილები, სამზარეულო, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა და შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ბაგა-ბაღი 50-ზე მეტ აღსაზრდელს მოემსახურება. მშენებლობაზე 219 ათას 870 ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო.
წყარო: ტვ25