მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მუნიციპალური ტრანსპორტის გარდა, შესაძლოა, ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალოს. მტკვრის მარცხენა სანაპიროს ავტოტრანსპორტისგან გამოთავისუფლების რეკომენდაციას თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი იძლევა.
როგორც ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ განაცხადა, საუბარია კონკრეტულ მონაკვეთზე, დაახლოებით ზაარბრიუკენის მოედნიდან მარჯანიშვილამდე პერიმეტრზე.
„ამ იდეის განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა გრძივი უწყვეტი კავშირი შედგება ქალაქში, ამიტომ ეს ცოტა შორეული პერსპექტივაა, თუმცა პროექტში ეს დევს იმიტომ,...
https://www.youtube.com/watch?v=3LNAiwWohHM&feature=youtu.be
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც გამგეობიდან გათავისუფლებული 8 თანამშრომლის ინტერესებს იცავს, გეგმავს გაასაჩივროს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი. ამ საკითხზე უცნობია მუნიციპალიტეტის გამგეობის პოზიცია. მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა - გამგეობის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის იურისტებმა სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვეს.
სასამრთლოს მიერ დღეს, 15 მაისს გამოცხადებული გადაწყვეტილების მიხედვით, დაკმაყოფილდა საიას ერთი სარჩელი სრულად და მოსამართლე ლაურა მიქავამ ბათილად ცნო ის აქტები, რომლითაც საკონკურსო-საატესტაციო...
https://www.youtube.com/watch?v=5wRq7cppwNk&feature=youtu.be
NDI-ის დელეგაციის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ და თვითმმართველი ქალაქებისათვის სტატუსის გაუქმების საკითხზე, მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე და საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე ისაუბრეს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებსა და წინასაარჩევნო პროცესებს დააკვირდება.
თუკი პრეზიდენტი აყვება ოპოზიციურ პარტიებს და გამოიყენებს ვეტოს, ეს ვეტო იქნება მიმართული დეცენტრალიზაციის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ეს ვეტო პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება.
"თუკი პრეზიდენტი აჰყვება ოპოზიციურ პარტიებს და გამოიყენებს ვეტოს, ეს ვეტო იქნება მიმართული დეცენტრალიზაციის წინააღმდეგ, საკუთარი ქალაქისა და სოფლის ცხოვრებაში მოქალაქეთა მეტი მონაწილეობის წინააღმდეგ, მუნიციპალური სერვისების მიწოდებაზე ოპტიმალური...
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, თბილისის მასშტაბით რიგით მეორე ნარჩენების სეპარაციის კუთხე გაიხსნა. პირველი ასეთი კუთხე ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ დიდი დიღმის ფილიალში ფუნქციონირებს.
ღონისძიებას მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილთან ერთად, აშშ – ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მაიკლ როსმანი და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია ესწრებოდნენ. სეპარაციის კუთხის გახსნა USAID მხარდაჭერით ხორციელდება მიმდინარე...
რუსთავში, გომელაურის ქუჩაზე გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც “ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ამ დროისთვის, ტერიტორიაზე ასფალტის დაზიანებული საფარის მოხსნა ხდება. ამავე პროექტის ფარგლებში, გომელურის ქუჩის #1, #2, #3, #4, #5, #6, #7, #8, #9, #10, ფიროსმანის ქუჩის #21, #23, #25, #27, #29 და მშენებელთა #28. #30, #32, #34, #36 საცხოვრებელი შენობების ეზოებში შეიცვლება სანიაღვრე სისტემა და დაიგება ასფალტის...
საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადართულებს გამოაპარეს მთელი რიგი ცვლილებები, რომელიც მიიღო პარლამენტმა, - ამის შესახებ პარტია "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიიღეს ცვლილებები, რომლითაც "ქართული ოცნება" სააარჩევნო კომისიაში სრულ მონოპოლიას იღებს.
"ეს არის არადემოკრატიული პრინციპი. ჩვენ უნდა შევაჩეროთ საარჩევნო სისტემის ბოლომდე მოშლა. არ შეიძლება არსებობდეს კანონი, რომელიც ამბობს, რომ ვინც არის ხელისუფლებაში, ის დაწერს ოქმს როგორსაც უნდა. რაც შეეხება თვითმმართველ...
პრეზიდენტმა ორ ცვლილებას უნდა დაადოს ვეტო, ადგილობრივ თვითმმართველობებთან დაკავშირებულ კანონპროექტს და საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა გიორგი ახვლედიანმა პრეზიდენტის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
ახვლედიანის თქმით, ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია, რადგან როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, ისე საარჩევნო კოდექსში, ცვლილებების შეტანა ხდება იმიტომ, რომ ხელისუფლებამ სრული უზურპაცია მოახდინოს.
"ის, რომ ცესკო მარტო თვითონ უნდა დააკომპლექტონ, თვითმმართველი ქალაქები...
https://www.youtube.com/watch?v=8R8gSeGcF4U&feature=youtu.be
ქალაქ ზუგდიდში, „აკვაპარკის“ ტერიტორიაზე 10 კვადრატული მიწის ნაკვეთი სავაჭრო ობიექტის განსათავსებლად გასხვისდა. გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საუბარია ნიკოლაძის ქუჩა #3-ში პირდაპირი განკარგვის წესით, მიწის იჯარის ფორმით გადაცემაზე შპს „ჯეო დისტრიბუშენ გრუპზე“, რომელიც აქ საკუთარ წარმოებას, ხორც-პროდუქტებს გაყიდის. კერძოდ „ბიუ ბიუს“ ქათმის ნაწარმს.
ეკონომიკის და ურბაული განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ქოჩუამ აღნიშნა, რომ აქ დაიდგმება მსუბუქი კონსტრუქცია, ბორბლებიანი, ავტომისაბლელიანი...
მნიშვნელოვანია, რომ უკან გადადგმული ნაბიჯები შევაფერხოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
რატიანის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს არჩევნების გაყალბებისთვის.
"ხელისუფლების მთავარი პრობლემა არის შემდეგი არჩევნები. არჩევნების გაყალბების და მოგების მიზნით ყველაფერს აკეთებენ და კანონში სერიოზული პრობლემებია, პირველ რიგში, დემოკრატიზაციის მიმართულებით. უკან გადადგმული ნაბიჯია ქალაქების მიმართულებით. იზრდება ბიუროკრატია და ქალაქების თვითმმართველობის პრინციპი...
ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ გარევაჭრობა კანონით იკრძალება და ქალაქი ზუგდიდი გამონაკლისი ამ მხრივ არ იქნება. თუმცა, კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავს იკავებენ.
დღეს ტანსაცმლით მოვაჭრეებმა ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის (ბაზარი) საპროტესტო აქცია გამართეს და ქუჩაში ვაჭრობის აკრძალვა მოითხოვეს. მათ ცოტა ხნით შიდა საავტომობილო გზაც ჰქონდათ გადაკეტილი, თუმცა პოლიციის მოთხოვნის შემდეგ გახსნეს.
გარევაჭრობის აკრძალვის რეგულაციის წესი ზუგდიდის საკრებულომ გაზაფხულზე დაამტკიცა და ზუგდიდის მერიამ ქუჩაში მოვაჭრეებს ტროტუარების...
საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის, 7 კმ-იანი მონაკვეთის აღდგენა-გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ჯამური ღირებულება 58 მილიონ ლარს აჭარბებს და სამუშაოებს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, ქვისცვენის შესაჩერებლად, კლდეზე სპეციალური დამცავი ბადე გაკეთდა და ჩატარდა 110-მეტრიანი ესტაკადის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელოვნური პლაჟის მოწყობა.
კვარიათი-სარფის 7 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა ხელს შეუწყობს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ გადაადგილებას, მგზავრებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გზით სარგებლობას.
უკვე...
ოპოზიცია პრეზიდენტისგან ვეტოს გამოყენებას ითხოვს. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები თვითმმართველი ქალაქების გაუქმების საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხვდებიან. ისინი მოუწოდებენ პრეზიდენტს, ცვლილებებს ვეტო დაადოს, რადგან, მათი აზრით, კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა უკვე მიიღო, მიმართულია ქალაქების დასუსტებისკენ.
ოპოზიცია პრეზიდენტს "საარჩევნო კოდექსზე" ვეტოს დადებასაც სთხოვს.
https://www.youtube.com/watch?v=vclzkGM-EF0&feature=youtu.be
https://www.youtube.com/watch?v=5h8g_1KGFiM&feature=youtu.be
ბათუმში კახაბრის დასახლებაში სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მიწისქვეშა კომუნიკაციები 8 ქუჩაზე მოეწყობა. სამუშაოები განხორციელდება შემდეგ მისამართებზე: ბათუმგორის ქუჩა, ზედაღელის ქუჩა, ზედაღელის მეორე შესახვევი, ურეხის და თოდოგაურის დასახლებები. სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება მეჯინისწყლის დასახლებაშიც. კახაბრის დასახლებაში სანიაღვრე არხის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და დეკემბრში დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 მილინ 541 ათასი ლარია. სამუშაოებს შპს ,,არნაბი“ ასრულებს.
წყარო: ტვ25
ბაღდათის მუნიციპალიტეტში აფხანაურის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 კმ-მდე მაგისტრალურ არხს, მოეწყო მილხიდები და წყალსარეგულაციო კვანძები. გაიწმინდა წყალმიმყვანი და გამანაწილებელი არხები ჯამში 3,2 კმ.
ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტში წყალუზრუნველყოფილია სოფ. ფერსათისა და ვარციხის 250 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.
2012 წლიდან იმერეთის მხარეში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 17 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 13 765 ჰექტრამდე,...
ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გათვალისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებთან შესასვლელებისა და საგზაო შემოფარგვლის მოწყობა.
პროექტს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებს და სამუშაოებისთვის 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. დადგენილ ვადებში გზასთან ერთად მოწესრიგდება ყველა სახის ინფრასტრუქტურა და მოქალაქეები უსაფრთხოდ და კომფორტულად...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































