ზუგდიდის მერიაში ვერ აზუსტებენ თარიღს, როდის აიკრძალება გარევაჭრობა

505

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ გარევაჭრობა კანონით იკრძალება და ქალაქი ზუგდიდი გამონაკლისი ამ მხრივ არ იქნება. თუმცა, კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავს იკავებენ.

დღეს ტანსაცმლით მოვაჭრეებმა ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის (ბაზარი) საპროტესტო აქცია გამართეს და ქუჩაში ვაჭრობის აკრძალვა მოითხოვეს. მათ ცოტა ხნით შიდა საავტომობილო გზაც ჰქონდათ გადაკეტილი, თუმცა პოლიციის მოთხოვნის შემდეგ გახსნეს.

გარევაჭრობის აკრძალვის რეგულაციის წესი ზუგდიდის საკრებულომ გაზაფხულზე დაამტკიცა და ზუგდიდის მერიამ ქუჩაში მოვაჭრეებს ტროტუარების დახლებისგან გასათავისუფლებლად ვადა 30 მაისამდე მისცა.

ვადის ამოწურვის შემდგე მერიას დღემდე არ მოუხდენია რეაგირება გარევაჭრობის აღმოსაფხვრელად.

წყარო: ლაივპრესი