ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

894

ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია  დასასრულს უახლოვდება.  ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გათვალისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებთან შესასვლელებისა და საგზაო შემოფარგვლის მოწყობა.

პროექტს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებს და სამუშაოებისთვის 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.  დადგენილ ვადებში გზასთან ერთად მოწესრიგდება ყველა სახის ინფრასტრუქტურა და მოქალაქეები უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.

მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ დაათვალიერა. ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აგვისტოში დასრულდება.