პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე უახლოეს მომავალში დედაქალაქში განსახორციელებელი პროექტების შესახებ საკუთარ ხედვას წარადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით, კახა კალაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ყურადღებას დედაქალაქში სამუშაო ადგილების შექმნაზე ამახვილებს.
„სიცოცხლით სავსე ქალაქი“ - ეს არის თბილისის ცხოვრება. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, წარმოვადგინოთ ჩვენი ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ მომავალი წლების განმავლობაში. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა თბილისის ღამის...
ხაშურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
კახა სამხარაძე ხაშურის სპორტული კომპლექსის, №7 საბავშვო ბაღისა და ნაპირსამაგრი კედლების მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
ხაშურის სპორტული კომპლექსი მრავალფუნქციურია და პროექტის ღირებულება ორ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, რაც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ დაფინანსდა. სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა №7 საბავშვო ბაღის მშენებლობა,...
ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების პროცესში წარმოშობილი რიგი ვალდებულებების შესრულების მიზნით არსებულ ბიუჯეტში ცვლილება შევიდა და ბიუჯეტი 35 754 ლარით გაიზარდა.
„ცვლილებები მოხდა ტენდერიდან მიღებული ეკონომიის ხარჯზე. თანხა ძირითდად სოციალურ პროგრამებზე გადანაწილდა. ასევე მოხდა მინიმალურად სხვადასხვა პროექტების შევსება. 1 100 ლარი დაემატა დაბაში სასმელი წყლის შადრევანის მოწყობაზე პროექტის ღირებულება გაიზარდა, გამომდინარე იქედან რომ მასალები შეიცვალა, ანუ თავის დროზე შადრეანის...
დღეს ფონდის - „ღია საზოგადოება - საქართველო“ ოფისში (ჭოველიძის ქ. 10) საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია გამართავს წიგნის - „ერობა - თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს რესპუბლიკაში - 1918“ პრეზენტაციას.
პრეზენტაციაზე კვლევის შესახებ მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ისაუბრებს.
წიგნი 1918-1920 წლების საერობო რეფორმას ეხება და მკითხველს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს არა მარტო რეფორმის ჩატარების სპეციფიკას, გეოგრაფიასა და მიმდინარეობას მაზრების მიხედვით, არამედ თავად თვითმმართველობის საკითხებზე მიმდინარე დისკუსიებს...
სოფელ სავანეში მეფრინველეობის ფაბრიკასა და კვარცის ქვიშების კარიერისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს.
მიმდინარე პროცესი საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ და გამგებლის მოადგილემ გიორგი იაკობაშვილმა მოინახულა.
ამხანაგობა "განთიადი" აღნიშნულ სამუშაოს 123 000 ლარად ასრულებს, თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო.
გზის მოწყობის პროცესი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით 25 აგვისტომდე დასრულდება.
27 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, კასპის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი მეზურნიშვილის ინიციატივით - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შეხვედრა გამართა.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის ფერმერები, აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსებული მეწარმეები და სოფლის მეურნეობის საკითხებით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
მინისტრმა ისაუბრა სოფლის მეურნეობის მიღწევებსა და პრობლემებზე, სამომავლო გეგმებზე. შეხვედრის მონაწილეებმა მინისტრს შეკითხვები სარწყავი სისტემის, ტექნიკის, აგროქიმიკატების ხარისხის, სასოფლო სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციის, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის...
ხელისუფლება თვითმმართველობებში მმართველი საბჭოების შექმნას გეგმავს. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. მისი ავტორები თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი და ამავე კომიტეტის წევრი პაატა მხეიძე არიან.
არასამთავრობო ორგანიზაციები დეპუტატების ინიციატივას არ იწონებენ და აცხადებენ, რომ მმართველი საბჭოების შექმნით ხელისუფლებას არჩეული მერების შესუსტება სურს.
https://www.youtube.com/watch?v=qWTFtEy130o&feature=youtu.be
ქალაქ გორში, ცხინვალის გზატკეცილზე მდებარე სამი კორპუსის მცხოვრებთა შექმნილ ,,ამხანაგობის" ინიციატივას გორის მერიამ მხარი დაუჭირა.
43-ე; 51-ე და 53-ე კორპუსების სადარბაზოებს და სახურავებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით, გაარემონტებენ.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტი ,,ამხანაგობების" წარდგენილ პროექტს 90%-ით დააფინანსებს.
,,მას შემდეგ, რაც ჩვენი ინიციატივით თანადაფინანსების პროგრამა შემოვიღეთ, ქალაქში ძალიან ბევრ დასახლებაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული...
,,სამეფო ქუჩის რეაბილიტაციაზე მიღწეულია შეთანხმება მუნიციპალური განვითარების ფონდთან. პროექტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 3 600 000 ლარია, უკვე გადავაგზავნეთ განსახილველად. თუ ისე მოხდა, რომ წელს მოესწრო პროექტისთვის თანხის გამოყოფა, ტენდერი უკვე მომავალ წელს გამოცხადდება. ჩვენ მიერ წარდგენილი პროექტი გულისხმობს სამეფო ქუჩის რეაბილიტაციას ,,ფასადიდან ფასადამდე“ - რეაბილიტირდება ქუჩის სავალი ნაწილი, საფეხმავლო სივრცე, სანიაღვრე არხი და მთელი მიწისქვეშა კომუნიკაციები“. - განუცხადა ქალაქ...
შუახევის რესურსცენტრის მონაცემებით, ახალი სასწავლო წლიდან, შუახევის მუნიციპალიტეტში არსებულ შვიდ საჯარო სკოლას პირველკლასელი არ ეყოლება.
გოგაძეები, ტბეთი, ცინარეთი, ქიძინიძეები, ოლადაური, ზემო ხევი, ჟანივრი – ეს იმ სოფლების ჩამონათვალია, სადაც, 2017-2018 სასწავლო წლისთვის, სკოლებში ზარი პირველკლასელებისთვის არ დაირეკება.
სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე
წყარო: ბათუმელები
საკანონმდებლო ცვლილებით, მუნიციპალიტეტებში შეიქმნება მმართველი საბჭოები, რომლებიც აღმასრულებელი ფუნქციებით აღიჭურვება, ხოლო მუნიციპალიტეტის მერებს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთა თანამდებობაზე დასანიშნად საკრებულოს თანხმობა დასჭიდებათ.
იხილეთ კანონპროექტი - საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ
რუსთავში, თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღი შენდება. ახალი ბაღის მშენებლობა ცურტაველის ქუჩაზე, #10-ე ბაღის ადგილზე მიმდინარეობს. #10-ე ბაღის ძველი შენობის დემონტაჟი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ავარიული მდგომარეობის გამო განხორციელდა და მის ადგილზე ახალი შენობა შენდება.
ბაგა-ბაღის დემონტაჟისა და ახალი შენობის მშენებლობის პროექტის საერთო ღირებულება 1 078 222 ლარია, სამუშაოებს შპს ,,პარმაღი“ ახორციელებს.
როგორც რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,ბაგა-ბაღების გაერთიანებაში“ აცხადებენ, ახალი...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროექტების თანადაფინანსების კომისიამ 2 პროექტი დააფინანსა - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და მოწყვლადი ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად წარმოდგენილი და მოწონებული პროექტის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით შექმნილი კომისია, დღეს სხდომაზე შეიკრიბა და ასოციაცია ,,იმედი“-სა და ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის მიერ წარმოდგენილი პროექტი განიხილა.
ასოციაცია ,,იმედი“-ს პროექტი,...
https://www.youtube.com/watch?v=s2AR4ruuLxw&feature=youtu.be
https://www.youtube.com/watch?v=A6i2lMYLbQI&feature=youtu.be
https://www.youtube.com/watch?v=GROEf7j_xt8&feature=youtu.be
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































