ხულოს საპროცენტო შემოსავალი 35 754 ლარით გაიზარდა

780

ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების პროცესში წარმოშობილი რიგი ვალდებულებების შესრულების მიზნით არსებულ ბიუჯეტში  ცვლილება შევიდა და ბიუჯეტი 35 754 ლარით გაიზარდა.

„ცვლილებები მოხდა ტენდერიდან მიღებული ეკონომიის ხარჯზე. თანხა ძირითდად სოციალურ პროგრამებზე გადანაწილდა. ასევე მოხდა მინიმალურად სხვადასხვა პროექტების შევსება. 1 100 ლარი დაემატა დაბაში სასმელი წყლის შადრევანის მოწყობაზე პროექტის ღირებულება გაიზარდა, გამომდინარე იქედან რომ მასალები შეიცვალა, ანუ თავის დროზე შადრეანის მოწყობას მარმარილოთი ვაპირებდით, მაგრამ შეიცვალა მასალა და გაკეთდება გრანიტით შესაბამისად გაიზარდა ღირებულებაც.

ვიტყოდი იმასაც, რომ ბიუჯეტი არის მუშა პროცესი და შესაბამისად შესაძლებელია ნებისმიერ დროს ნებისმიერი პროგრამიდან თუ გვაქვს ეკონომია ამოვიღოთ და გამოვიყენოთ დანიშნულებისამებრ. ოპოზიციის შენიშვნები ჩემთვის მიუღებელია გამომდინარე იქედან, რომ ბიუჯეტი არის მუშა პროცესი და ნებისმიერ დროს შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ცვლილება განხორციელდეს. „-განმარტა  ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა ნადიმ ვასაძემ.

წყარო: აიპრესი