ბორჯომში კოსტავას მოედნის მიმდებარედ, საფეხმავლო ბილიკები ეწყობა. რეაბილიტაცია სუპერმარკეტ "ციცინათელადან" რკინიგზის სადგურამდე მონაკვეთს უტარდება.
პროექტის მიხედვით, ობიექტზე გამყოლი კედლის მოპირკეთების სამუშაოები უკვე დასრულებულია.
ამჟამად მიმდინარეობს ბაზალტის ბორდიურების მოწყობის სამუშაოები. სავალ ნაწილზე გათვალისწინებულია ასფალტო ბეტონის საფარის დაგება და გაზონის კეთილმოწყობა.
პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივები და ქალაქის სტუმრები მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე პეტრას ციხის ახალ აღმოჩენებს გაეცნო. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად არქეოლოგიური გათხრების ადგილზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინიტრი ინგა შამილიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი ფატი ხალვაში და სხვა ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.
სოფელ ციხისძირის ისტორიული ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე უძველესი საყოფაცხოვრებო ნივთები, საბრძოლო და შრომის იარაღები სულ რამდენიმე დღის წინ მორიგი არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოაჩინეს.
აღმოჩენილია რკინის საბრძოლო ცულები, სატევრები, შუბისპირები,...
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში საპროტესტო აქცია გაიმართა.
მოსახლეობამ ის გზა გადაკეტა, საიდანაც ჩინური კომპანიის ავტომანქანებს ინერტული მასალა გამოაქვთ. ადგილობრივები კომპანიისაგან გზის მოწესრიგებას, მოხრეშვას მოითხოვენ.
,,ჩინური კომპანია მოსახლეობას გზის მოხრეშვას მართლაც დაჰპირდა. რამდენიმე დღით დააგვიანეს სამუშაოების დაწყება და ხალხმა პროტესტი გამოხატა. ჩვენ ვესაუბრეთ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებს და ისინი დაგვპირდნენ, რომ სამუშაოებს დღეიდან დაიწყებენ. პროცესს თავად გავაკონტროლებ“,- განაცხადა ლანჩხუთის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ.
მოსახლეობამ საპროტესტო...
ზუგდიდის გამგეობა უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთათვის დამატებით სამ სახლს ააშენებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
ზუგდიდის გამგეობის “უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ” დამატებით სამი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს
გამგეობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს 20 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა უკვე დაიწყო. საცხოვრებელი სახლების დამატება...
https://www.youtube.com/watch?v=HAcSW0JvjoU
ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს სხდომა ხმაურით წარიმართა. ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, ხმაურის მიზეზი ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურად აგორებული პროვოკაცია გახლდათ, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
"სხდომას ესწრებოდნენ ექადიის უბნის მცხოვრებლები, რომელთაც ქალაქის მერისა და საკრებულოსგან მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხების მოსმენა ოპოზიციის ხმაურის გამო არ დასცალდათ.
სწორედ ამიტომ სხდომის შემდეგ ქალაქის მერმა მოქალაქეები კაბინეტში მიიწვია და ყველა საკითხი, რომელიც ექადიის მცხოვრებლებს აინტერესებდათ, დეტალურად...
ბორჯომში ახალი საპილოტე პროექტის “სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების განხილვა დასრულდა.
შეხვედრები ექვსივე ზონის მოსახლეობასთან 2 კვირის განმავლობაში მუნიციპალიტეტის შენობაში მიმდინარეობდა.
კონკრეტული დასახლებიდან ავტორებმა წარმოადგინეს საკუთარი წინადადებები განსახორციელებელი პროექტების შესახებ, მათი განხილვა მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურების თანამშრობლებთან ერთად მოხდა. მათ საჭირო რეკომენდაციებიც მიიღეს, ახალ ეტაპზე კი დაიწყება უკვე შერჩეული პრიორიტეტების პროექტირება.
მიმდინარე თვიდან მუნიციპალიტეტის კომპეტენტური სამსახურები სრულყოფაში მოიყვანენ პროექტებს. ეს იქნება...
ბათუმის ბულვარის კოლონადებთან ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან და ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად დაესწრო.
ტურისტების სიმრავლით გამორჩეულ ზღვისპირა ბულვარში ბათუმში მცხოვრები 7 ქვეყნის წარმომადგენლები ტრადიციული სამოსით, ქვეყნებისთვის დამახასიათებელი კერძებით წარსდგნენ. ასევე გამოიფინა ფოტოები და ხელნაკეთი ნივთები.
ზურაბ პატარაძემ აღნიშნული ფესტივალი დადებით სიახლედ შეაფასა, მისი თქმით, მულტიკულტურული ბათუმი არის ის სიმდიდრე, რომლითაც ამაყობს...
ქუთაისის ისტორიულ ნაწილში, გუშინ აზიური კინოჩვენებები საზეიმოდ დაიხურა. აზიური კინოს კვირეული ”ზაფხულის საღამოების” ფარგლებში ერთი კვირის წინ დაიწყო. იაპონელი და ჩინელი კინემატოგრაფების გახმაურებული ნაშრომების ნახვა ადგილობრივებს ღია ცის ქვეშ, ფართო ეკრანზე უფასოდ შეეძლოთ.
„მსგავს პროექტებს ყოველ წელს ვახორციელებთ და ყველა თაობის ადამიანისათვის ხელმისაწვდომია. გასულ წელს ფელინის კვირეული მოვაწყვეთ, წელს აზიურ კინოს დავუთმეთ ადგილი“, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” კინოჩვენებების ორგანიზატორმა თამთა თურმანიძემ.
კვირეულის...
ქუთაისის მერიის ორგანიზებით უკრაინიდან კერძოდ ქალაქ ჟიტომირიდან ქუთაისში 25 მოზარდი იმყოფება. ისინი დღეს ქუთაისის მერს შოთა მურღულიას შეხვდნენ და გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს. ასევე მერს უკრაინის დროშა აჩუქეს . ბავშვები დაბა ურეკში , ბანაკში ისვენებენ. ქართველ თანატოლებთან ერთად ურეკში ისინი ერთი კვირის განმავლობაში დარჩებიან.
ქალაქ ჟიტომირის ბავშვები, რომლებიც ქუთაისში მოიპატიჟეს ბოლო დროს უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებების დროს დაღუპულ მეომართა შვილები...
https://www.youtube.com/watch?v=3O0hwLt4xIY
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ დღეს ზუგდიდში საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. შეხვედრა ხმაურის და კამათის ფონზე წარიმართა. ყველაზე მეტი კითხვა, რომელიც დეპუტატის მიმართ დაისვა, თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას და მუნიციპალიტეტების გაერთიანებას შეეხებოდა. აუდიტორიამ მისგან მოითხოვა პასუხი, სად იყო ქალაქის მაჟორიტარი მაშინ, როცა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს, და შეეძლო თუ არა არ დაეჭირა მხარი ინიციატივისთვის, როგორც ეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა...
ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი განახლებულ საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელს ერთ თვეში უმასპინძლებს.
მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, მუზეუმს ორი საგამოფენო დარბაზი შეემატა, რომლის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ ადგილზე დაათვალიერა.
გამგებლის თქმით, ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გააჩნია უნიკალური ფონდი, თუმცა ექსპონატთა ნაწილის ნახვა დამთავალიერებელს წლების განმავლობაში არ შეეძლო, მომავალი თვიდან კი აღნიშნული ექსპონატები მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხუთ საგამოფენო დარბაზში დამთვალიერებლისთვის განთავსდება.
წყარო:...
https://www.youtube.com/watch?v=N3ZY0-QTDZA
გორის ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრის ყოფილი თანამშრომელი - ლიზა ყაზიშვილი სამსახურში აღდგენის მიზნით სამართლებრივ დავას იწყებს.
ლიზა ყაზიშვილი ივნისის დასაწყისში, ცენტრის ხელმძღვანელმა, რეორგანიზაციის მოტივით, სამსახურიდან გაათავისუფლა. ყაზიშვილი “თავისუფალი დემოკრატების” ადგილობრივი ორგანიზაციის წევრია და მისი გათავისუფლება საეჭვოდ დაემთხვა ქალაქ გორის საკრებულოს ხმაურიან სხდომას, რომელზეც ქალაქის სათემო მუნიციპალიტეტთან გაერთიანების საკითხი განიხილებოდა. ამ სხდომაზე ყაზიშვილი, თანაქალაქელებთან ერთად, მოითხოვდა, საკრებულოს თემთან გაერთიანების გადაწყვეტილება არ მიეღო....
რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში გზების, ტროტუარებისა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ტაშკენტისა და ლეონიძის ქუჩებზე ტროტუარების კეთილმოწყობა მიმდინარეობს, გზებისა და ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება ლესელიძის I, II გასასვლელში, ასევე თოდრიასა და სანაპიროს ქუჩებზე. გზის საფარის რეაბილიტაცია დაიწყო გრანელის ქუჩაზე, სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს გომელაურის ქუჩაზე და მიმდებარედ შიდა ეზოებში. სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები ტარდება რუსთაველის #15-თან და 9...
ასპინძაში 4 ქუჩის რეაბილიტაცია იწყება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ქუჩებს 379 999 ლარად მოაასფალტებს.
დაბა ასპინძაში მოასფალტდება ფიროსმანის, არაყიშვილის, ერკოტის ქუჩებისა და,,ერეკლეს ნახიდარიდან" ვარძიის ქუჩამდე.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "საგზაო სამშენებლო სამმართველო N1" შეასრულებს, ამ ეტაპზე ადგილობრივი თვითმმართველობა კომპანიასთან ხელშეკრულებას აფორმებს.
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 65 დღეში დასულდება.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე
ქალაქ გორში, კეცხოველის ქუჩის ერთ მონაკვეთზე, ასფალტის საფარი დაზიანდა, რის გამოც კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ის თანამშრომლებს დამატებითი სამუშაოების წარმოება დაჭირდათ.
კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, 5 მონაკვეთზე ნიადაგი ,,დაჯდა", რის გამოც, ასფალტმა დეფორმაცია განიცადა და ორმოულები გაჩნდა.
ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და საზედამხედველო საქმიანობა მათმა სპეციალისტებმა გასწიეს:
,,თუმცა, დავინტერესდით მიზეზით და, როგორც აგვიხნეს, ასფალტის საფარის დაწევა მოსახლეობის ბრალი...
თუშეთის სოფელ ომალოს მოსახლეობას ათ დღეზე მეტია წყლის პრობლემა აწუხებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდა, შესაძლოა ტურისტების რაოდენობა შემცირდეს.
"დებეტის სიმცირის გამო წყალშემკრებ აუზში საკმარისი წყლის რაოდენობა ვერ გროვდება, სწორედ ამან წარმოშვა პრობლემა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა შესაძლოა მოსახელობამ წყალი საათობრივი რეჟიმით კიდევ რამდენიმე კვირის განმაბლობაში მიიღოს, სანამ პრობლემა საბოლოოდ არ მოგვარდება.
რაც შეეხება ტურისტთა ნაკადს,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































