ბათუმის ბულვარის კოლონადებთან ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი გაიხსნა

669

ბათუმის ბულვარის კოლონადებთან ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან და ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად დაესწრო.

ტურისტების სიმრავლით გამორჩეულ ზღვისპირა ბულვარში ბათუმში მცხოვრები 7 ქვეყნის წარმომადგენლები ტრადიციული სამოსით, ქვეყნებისთვის დამახასიათებელი კერძებით წარსდგნენ. ასევე გამოიფინა ფოტოები და ხელნაკეთი ნივთები.

ზურაბ პატარაძემ აღნიშნული ფესტივალი დადებით სიახლედ შეაფასა, მისი თქმით, მულტიკულტურული ბათუმი არის ის სიმდიდრე, რომლითაც ამაყობს ჩვენი რეგიონი: “სწორედ ასეთი მრავალფეროვანი ბათუმი და მსგავსი კულტურული ღონისძიებები უწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებას, რაც ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი პრიორიტეტია”.