ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში საპროტესტო აქცია გაიმართა

732

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში საპროტესტო აქცია გაიმართა.

მოსახლეობამ ის გზა გადაკეტა, საიდანაც ჩინური კომპანიის ავტომანქანებს ინერტული მასალა გამოაქვთ. ადგილობრივები კომპანიისაგან გზის მოწესრიგებას, მოხრეშვას მოითხოვენ.
,,ჩინური კომპანია მოსახლეობას გზის მოხრეშვას მართლაც დაჰპირდა. რამდენიმე დღით დააგვიანეს სამუშაოების დაწყება და ხალხმა პროტესტი გამოხატა. ჩვენ ვესაუბრეთ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებს და ისინი დაგვპირდნენ, რომ სამუშაოებს დღეიდან დაიწყებენ. პროცესს თავად გავაკონტროლებ“,- განაცხადა ლანჩხუთის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ.

მოსახლეობამ საპროტესტო აქცია დღეს შეწყვიტა. თუმცა, მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი აქციის კვლავაც გაგრძელებას გეგმავენ.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი