ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროექტს აგრძელებს

1278

ზუგდიდის გამგეობა უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთათვის დამატებით სამ სახლს ააშენებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

ზუგდიდის გამგეობის “უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ” დამატებით სამი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს

გამგეობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს 20 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა უკვე დაიწყო. საცხოვრებელი სახლების დამატება კი გამოცხადებული ტენდერებიდან მიღებული ეკონომიის ხარჯზე მოხდა.

პრიორიტეტული ოჯახები ანკეტირების შედეგების შეჯამებული ქულების მიხედვით გამოვლინდა. კომისიას, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ლაშა ჯაიანმა, საცხოვრებელი სახლების მიმდინარე სამუშაოებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სოციალური სახლების მშენებლობაზე 102 განცხადება შემოვიდა.