გელათის სამონასტრო კომპლექსი, სადაც იტალიელი ექსპრეტები მუშაობენ, 20 დღეზე მეტია დაკეტილია. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. უცხოელმა სპეციალისტებმა მუშაობა ნოემბერში დაიწყეს, რომლის დროსაც მთლიანად შეიზღუდა სამონასტრო კომპლექსში შესვლა. მოგვიანებით, ეს აკრძალვა ნაწილობრივ მოხსენეს. ამ დროისთვის მხოლოდ ტაძრის ეზოშია შესვლა ნებადართული, ხოლო ნაგებობაში აკრძალულია. "მათ (ექსპერტებს) უნდა ჰქონდეთ მყუდრეობა. მუშაობის დროს ტემპერატურა უნდა იყოს შენარჩუნებული. შეზღუდვა პარასკევს მოიხსნება", - ამბობს სამონასტრო კომპლექსის წინამღვარი...
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 21 საბავშვო ბაღიდან 20 ბაღი დღეიდან, პირველი დეკემბრიდან, ამოქმედდა. ინფორმაციას "ჩემი ხარაგაული" ავრცელებს. „სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი წიფის საბავშვო ბაღში ვერ განვაახლეთ, რადგან სამ აღსაზრდლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – ამიტომ ორშაბათამდე სხვა აღსაზრდელთა მიღებისგანაც თავი შევიკავეთ. 29 და 30 ნოემბერს 21-ვე საბავშვო ბაღის თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ. ყველა მათგანის...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელსაც პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასების მომატების საკითხი უნდა გადაეწყვიტა, კვორუმის არარსებობის გამო, ვეღარ ჩატარდა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს. 2017 წლის მოწვევის საკრებულოს, დღეს ადგილობრივი თვითმართველობის მაღალი რანგის მოხელეების თანამდებობრივი სარგოები უნდა განესაზღვრა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, კახა ჯამბურია, რადიო ჰერეთთან ადასტურებს, რომ “ქართული ოცნების” უმრავლესობა საკრებულოს სხდომაზე არ მივიდა. ” ვერ გეტყვით, მიზეზები ობიექტურია, თუ სუბიექტური, ჩემთან საუბარში,...
სამცხე-ჯავახეთში სამმა მუნიციპალიტეტმა 2022 წლის შესახვედრად საახალწლო აქსესუარები შესყიდვაზე, განათებებისა თუ ნაძვის ხის მონტაჟსა და დემონტაჟზე ტენდერები ჯამში 58 471 ლარზე გამოაცხადა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ყველაზე მეტი თანხა 40 000 ლარი, ახალქალაქის მერიამ გამოყო. მუნიციპალიტეტი ახალ განათებებს და მორთულობებსაც შეიძენს. ტენდერის პირობების მიხედვით, მიმდინარე წლის 25 დეკემბრამდე უნდა დამონტაჟდეს ნაძვის ხე და მოირთოს როგორც არსებული, ასევე ახალი დეკორაციებით. ახლა ტენდერი...
სათხილამურო კურორტი –ბაკურიანის ინფორმაციით, დიდველზე ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ახალ ზარბაზნებს დადგამენ. ტრასები 2022 წლის საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპების ჩასატარებლად ეწყობა. „2022 წელს, ბაკურიანში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, მსოფლიო თასის ეტაპები ჩატარდება, რომელიც 2023 წლის სათხილამურო ფრისტაილის და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის სატესტო ღონისძიებაა“,– ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ქალაქ ახალციხეში რუსთაველის 99ა–ში გაზის გაჟონვის შედეგად დაზიანებული კორპუსის რეაბილიტაციაზე ტენდერი კიდევ ერთხელ გამოცხადდა. ინფორმაციას სამხეთის კარიბჭე ავრცელებს. საცხოვრებელი სახლის გამაგრება–გაძლიერებაზე, წყალ–კანალიზაციის მოწყობაზე გამოცხადებული ტენდერი, რამდენიმე დღის წინ ,იმის გამო ჩაიშალა, რომ მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. ახალციხის მერიამ ტენდერი კვლავ 215 218 ლარზე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 10 დეკემბერს დაიწყება და 13-ში დასრულდება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოქალაქეებს "მწვანე პასპორტის" მიღება შეუძლიათ როგორც აპლიკაციის გამოყენებით, ასევე, იუსტიციის სახლში, ქაღალდის პასპორტის აღების გზით. ​თამარ გაბუნიას თქმით, მოქალაქეებს, რომელთაც ქაღალდის "მწვანე პასპორტი" იუსტიციის სახლში 17 ნოემბრამდე აიღეს, მისი გამოცვლა მოუწევთ. "მწვანე პასპორტი" ნიშნავს სამი კრიტერიუმიდან ერთ-ერთის დაკმაყოფილებას - ეს არის სრულად ვაქცინირებული პირი, პირი, რომელმაც გადაიტანა კოვიდინფექცია გარკვეულ ეტაპზე, არ აქვს მნიშვნელობა როდის და მესამე - PCR ტესტის...
მომავალი წლიდან ქობულეთში სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩის ვიდეოკამერების მონტაჟი იგეგმება. შესაბამისი ხარჯები ბიუჯეტში უკვე გაწერილია. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, სათვალთვალო ვიდეო კამერები ქალაქის ტერიტორიაზე დამონტაჟდება, სოფლებში კი  გარე განათების დამატებითი წერტილები მოეწყობა. ვიდეო-კამერების შეძენა-მონტაჟისთვის ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი გამოიყოფა. რაც შეეხება გარე განათებების მოწყობას, რეაბილიტაციას და ექსპლუატაციას, ამისთვის  მილიონ  338 ათასი ლარი დაიხარჯება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა ბირგიტ ჰოლდერიდ-კრესმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული 3 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფის შესახებ, რომელიც კორონავირუსის პანდემიისაგან დაზარალებული ოჯახების სოციალურ დაცვას მოხმარდება. როგორც საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოში განაცხადეს, ეს გრანტი დაემატება გერმანიის მიერ გასულ წელს პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად უკვე გამოყოფილ დახმარებას, რომელიც შედგებოდა 5,8...
ობიექტების მიმართ, რომლებიც უარს განაცხადებენ რეგულაციების შესრულებაზე და არ დანერგავენ „მწვანე სტატუსის“ მქონე მოქალაქეების შეშვებას, გამოყენებული იქნება სანქცია - შრომის ინსპექცია უფლებამოსილია შეაჩეროს იმ ობიექტების საქმიანობა, რომლებიც უარს განაცხადებენ რეკომენდაციების შესრულებაზე, - ამის შესახებ შრომის ინსპექციის მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა, მაია მიქაიამ განაცხადა. მისი თქმით, ფიზიკური პირის შემთხვევაში სანქცია იქნება 2000 ლარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 10 000 ლარი. „მომხმარებლისთვის რამდენიმე მაჩვენებლით ხდება...
ნაძალადევის რაიონში, კელაპტრიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა. ამ დროისთვის გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, 550 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, საერთო სარგებლობის კიბეები, საყრდენი კედლები აშენდა და გზა კაპიტალურად შეკეთდა. ასფალტის საფარი საერთო ჯამში, 5 600 კვ.მ ფართობზე დაიგო. „მიმდინარე საგზაო სამუშაოებს თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები ირაკლი...
"თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს, რომელიც მათ შორის ტაქსიში თამბაქოს მოწევას კრძალავს, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტს ასევე დაუჭირა მხარი ჯანდაცვის კომიტეტმა. კანონპროექტში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ავტორმა, უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ ისაუბრა. ცნობისთვის, "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებების თანახმად, ტაქსიში თამბაქოს მოწევა იკრძალება. თამბაქოს მოწევა აიკრძალება ავტომობილშიც, თუკი ავტომობილით არასრულწლოვანის გადაყვანა...
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღრმაღელეში 9 კილომეტრი სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები ქსელის ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს და ერთწლოვანი კულტურების წარმოების შესაძლებლობას და მოსავლიანობას გაზრდის. უწყების ცნობით, დამშრობ მასივზე მიმდინარე სამუშაოები დეკემბერში...
საქართველო უახლოეს პერიოდში სპეციფიურ „პისიარ“ ტესტებს მიიღებს, რომელსაც კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ სადიაგნოსტიკოდ გამოიყენებენ. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, „ომიკრონის“ იდენტიფიცირებისთვის ასევე საჭიროა ძვირადღირებული სეკვენირება, რომლითაც საბოლოოდ დადასტურდება ახალი შტამის არსებობა. მისივე თქმით, მომზადებულია პროტოკოლი, სადაც გაწერილია, თუ როგორ უნდა ამოიცნონ ლაბორატორიებმა „ომიკრონი“. “სწრაფი ტესტი ვერ ამოიცნობს ახალ შტამს - „ომიკრონს“. ახალ შტამზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია ზოგიერთი „პისიარ“...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გაკეთების ვადა შესაძლოა, 6-დან 3 თვემდე შემცირდეს. როგორც ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე იმუნიზაციის საბჭოზე იმსჯელებენ. “ჩვენთვის ცნობილია ბრიტანეთის მარეგულირებლის გადაწყვეტილება „ბუსტერის“ ვადის 3 თვემდე შემცირებაზე. ალბათ, ჩვენთანაც დაიწყება მსჯელობა. აღნიშნულ საკითხზე უკვე გვაქვს შიდა კონსულტაციები. განსაკუთრებით ეს ახალ შტამს „ომიკრონს“ უკავშირდება, რომელიც სამხრეთ აფრიკის გარდა ევროპაშიც ცირკულირებს. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული შტამი...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან, საქართველოს მასშტაბით პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადებით ისარგებლებენ. სემეკის ინფორმაციით, მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე სემეკის მიერ შემუშავებული ახალი წესის მიხედვით, დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა პენსიონერებს ყოველი თვის 16 რიცხვამდე შეეძლებათ, ხოლო ყოველი თვის 22 რიცხვამდე გადახდის საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ