სათხილამურო კურორტი –ბაკურიანის ინფორმაციით, დიდველზე ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ახალ ზარბაზნებს დადგამენ. ტრასები 2022 წლის საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპების ჩასატარებლად ეწყობა.
„2022 წელს, ბაკურიანში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, მსოფლიო თასის ეტაპები ჩატარდება, რომელიც 2023 წლის სათხილამურო ფრისტაილის და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის სატესტო ღონისძიებაა“,– ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.