ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დაზიანებული კორპუსის რეაბილიტაციაზე ტენდერი მეორედ გამოცხადდა

530

ქალაქ ახალციხეში რუსთაველის 99ა–ში გაზის გაჟონვის შედეგად დაზიანებული კორპუსის რეაბილიტაციაზე ტენდერი კიდევ ერთხელ გამოცხადდა. ინფორმაციას სამხეთის კარიბჭე ავრცელებს.

საცხოვრებელი სახლის გამაგრება–გაძლიერებაზე, წყალ–კანალიზაციის მოწყობაზე გამოცხადებული ტენდერი, რამდენიმე დღის წინ ,იმის გამო ჩაიშალა, რომ მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

ახალციხის მერიამ ტენდერი კვლავ 215 218 ლარზე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 10 დეკემბერს დაიწყება და 13-ში დასრულდება.