ფურტიო-ბუთურაული-ნენიის წყალსადენის მაგისტრალზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, უკვე შეტანილია 150 მმ დიამეტრის ლითონის წყლის მილები. მიმდინარეობს მიწის გრუნტის დამუშავება და ლითონის მილების ჩაწყობა-შედუღებითი სამუშაოები სხალთის მიმართულებით. მაგისტრალის მიყვანა ზღვის დონიდან 1260 მეტრის სიმაღლიდან, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთიდან ხორციელდება და პროექტის დასრულების შემდეგ შუახევის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის - ფურტიოს, ბუთურაულისა და ნენიის მოსახლეობა ისარგებლებს. 29 კმ-იანი...
ხვალ, 5 სექტემბერს, 08:00 საათიდან 23:00 საათამდე, პეკინის ქუჩაზე, ანა კალანდაძის (ყოფილი ბულაჩაურის) ქუჩიდან ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩის კვეთამდე, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს: ვაჟა ფშაველას გამზირიდან ავტოტრანსპორტი ბექას ქუჩით ყაზბეგის გამზირზე მოძრავ ნაკადს შეუერთდება, შეუხვევს ჯერ გამრეკელის, ხოლო შემდეგ ცინცაძის ქუჩაზე, საიდანაც პეკინის ქუჩის გავლით მარჯვნივ -...
ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ამბროლაურს ჰქონოდა ძალიან კარგი რეგიონული აეროპორტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში განაცხადა, სადაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატები წარადგინა. პრემიერის შეფასებით, ეს არის პერსპექტივა ამ რეგიონისთვის. „სასიხარულოა, რომ მგზავრთა რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ რეისის დამატება მოგვიწია. ამბროლაურის აეროპორტი არ არის ცალკე აღებული პროექტი, ეს არის ახალი...
„შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე არჩევნებში მასთან დაახლოებული ძალოვანი სტრუქტურებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოსაყენებლად ემზადება. როგორც გაზეთ „კვირის პალიტრას“ თენგიზ შერგელაშვილმა განუცხადა, საპარლამენტო არჩევნები, ფაქტობრივად, გლადიტორთა ბრძოლას დაემსგავსა, სადაც საზოგადოებას მგლის ხროვის თავდასხმით აშინებდნენ. მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილისგან საფრთხობელას ვეღარ შექმნის. „ეს ტრიუკი წარმატებით ბოლოს...
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ქუთაისის მერად კენჭი იყაროს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შემოთავაზება ჰქონდა სხვადასხვა პარტიიდან, მათ შორის თბილისის მერის პოსტზე კენჭისყრასთან დაკავშირებით, თუმცა, უარი განაცხადა. "თუ დავრწმუნდები, რომ ფულის ხელისუფლებას მოვერევი და ამას დავინახავ ხალხშიც, მე წავალ ამ რისკზე - ვიყრი კენჭს ქუთაისის მერად", - აცხადებს შაშიაშვილი. თემურ შაშიაშვილი ამასთან პოლიტიკური ორგანიზაცია "თეთრების" დამფუძნებელია. მისი განცხადებით,...
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დღეს პროგრამულ ხედვებს წარადგენს. "ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში გაიმართება. რამდენიმე დღის წინ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის პრეზენტაციაზე კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში თბილისის განვითარების სამომავლო ხედვას და პროგრამებს თემატურად წარადგენდნენ. კახა კალაძე პროგრამული ხედვების პრეზენტაციას დღეს, 20:00 საათზე გამართავს.
„ერთობა - ახალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე იქნება. გიორგი ვაშაძის საარჩევნო სლოგანია „საქართველო მსოფლიოს ძლიერ სახელმწიფოთა შორის, ხოლო თბილისი ძლიერ ქალაქთა შორის“. „ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ სრულიად ახლებურად შევუდგეთ საქმის კეთებას. საქართველოს გერბზე გამოსახულია სიტყვები - „ძალა ერთობაშია“, მაგრამ რატომღაც ვერაფრით ვერ ვახდენთ ამ ერთიანობას. სამწუხაროდ, ჩვენი მტერი, რომელიც ახლოს არის, სწორედ ამ დაპირისპირებით, ამ პრობლემებით სარგებლობს. ნაცვლად ერთიანობისა,...
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, ზვიად სიჭინავამ შესაბამისი დოკუმენტაცია და ხელმოწერები ორი დღის წინ  წარადგინა. მათივე ინფორმაციით, დოკუმენტაცია წესრიგშია და სავარაუდოდ, დღეს გამოცემული იქნება განკარგულება რეგისტრაციის შესახებ. თავად ზვიად სიჭინავა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ზუგდიდელებს მიმართავს. „გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, არ მოსულა ერთ დღეში. თქვენი მხრიდან...
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის ან მერობის კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიის გადამოწმების პროცესი დღეს სრულდება. როგორც ცესკო-ს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის თანახმად, არჩევნებამდე 47-ე დღეს, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის ან მერობის კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიას შესაბამისი საარჩევნო კომისია საარჩევნო...
"ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის სიის პირველ ნომრად გიორგი გაბაშვილი წარადგინა. პარტიამ, ასევე, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიაც გამოაქვეყნა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ”ევროპული საქართველოს” კანდიდატები იქნებიან: მთაწმინდა - დავით ავალიანი; ვაკე - დავით დარჩიაშვილი და დავით ჯინჯოლავა; საბურთალო - მარინა ტალიკაძე, მარიამ რამინაშვილი და აკაკი კილასონია; კრწანისი - მამუკა ახვლედიანი; ისანი - გიორგი შამიევი, ინდირა...
მომდევნო 10 წლის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება გაორმაგდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, თვითმმართველობების დაფინანსების გაორმაგებას საქართველოს მთავრობის სტრატეგიული გეგმა ითვალისწინებს. ”ჩვენი სტრატეგიული გეგმის მიხედვით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში გაორმაგდება ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება. ეს რა თქმა უნდა გამოიწვევს იმასაც, რომ მაღალი დონის პროფესიონალები დაბრუნდებიან თავის რეგიონში...
ბოლო პერიოდში მედიაში ვრცელდება ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში შესაძლო არასათანადო ჩარევების და კომისიების მმართველ პარტიასთან ასოცირებული პირებით დაკომპლექტების განზრახვების შესახებ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყურადღებით სწავლობს როგორც მედიაში ამ მიმართულებით გავრცელებულ ინფორმაციას (და ამ ინფორმაციის შეგროვების და გავრცელების კანონიერებას), ასევე დააკვირდება თავად კონკურსების პროცესს და საზოგადოებას უახლოეს პერიოდში მიაწვდის სრულყოფილ, ფაქტობრივ და სამართლებრივ შეფასებას აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით. მანამდე გვსურს...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა. ამბროლაურში მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე იქნება, ონში - ემზარ საბანაძე, ცაგერში - ავთანდილ უგრეხელიძე, ხოლო ლენტენხში - ბადრი ლიპარტელიანი. მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რეგიონული შეხვედრები და მერობის კანდიდატების წარდგენა გუშინ, ქუთაისიდან დაიწყო. შეხვედრები...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, იმერეთის რეგიონში მერობის კანდიდატები წარადგინა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნებიდან“ ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია იქნება, ბაღდათში - არჩილ გოგსაძე, ვანში - ალექსანდრე გოგორიშვილი, თერჯოლაში - ბონდო სოფრომაძე, სამტრედიაში - ვალერიანე ფოცხვერია, საჩხერეში - ბენიამენ ფალავანდიშვილი, ტყიბულში - თემურ ჩუბინიძე, წყალტუბოში - გრიგოლ იოსელიანი, ჭიათურაში - პაატა ნადირაძე, ხარაგაულში -...
USAID მიერ მოწყობილ შეხვედრაზე ქუთაისში მოქმედი პოლიტიკური პარტიების ახალგაზდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ისაუბრეს. შეხვედრას USAID-ის კოორდინატორი ქეთი ციბაძე და არასამთავროგო ორგანიზაციის "სამართლიანი არჩევნები" თეონა გოგიშვილი უძღვებოდნენ. ქუთაისის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა ოთრ ლორთქიფანიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ახალგაზრდის მიერ გამოთქმული ყველა მოსაზრება. "საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევითაც დადებითი ტენდენციებია ამ კუთხით და აღარ გვაქვს ის პრობლემები, რაც წლწბის წინ იყო....
"ევროპული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი ცნობილია. პარტიაში განხილვა ცოტა ხნის წინ დასრულდა, რის შემდეგაც მედიის წარმომადგენლებს განუმარტეს, რომ არჩევანი დავით გოგისვანიძეზე შეჩერდა. "შემაჯამებელი თათბირი გაიმართა ჩვენი წარმომადგენლების მონაწილეობით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება. ნდობა შეჩერდა ჩემზე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამისათვის ჩემს თანაგუნდელებს. რა თქმა უნდა,  იმ გამოცდილებას, რაც ამ წლების განმავლობაში დამიგროვდა თვიმმართველობაში მონაწილეობის შედეგად, ვარ სამი მოწვევის საკრებულოს წევრი, ძალიან...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ