კახა კალაძე დღეს პროგრამულ ხედვებს წარადგენს

703

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დღეს პროგრამულ ხედვებს წარადგენს.

“ქართული ოცნების” პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში გაიმართება.

რამდენიმე დღის წინ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის პრეზენტაციაზე კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში თბილისის განვითარების სამომავლო ხედვას და პროგრამებს თემატურად წარადგენდნენ.

კახა კალაძე პროგრამული ხედვების პრეზენტაციას დღეს, 20:00 საათზე გამართავს.