თემურ შაშიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ქუთაისის მერობისთვის იბრძოლოს

1134

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ქუთაისის მერად კენჭი იყაროს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შემოთავაზება ჰქონდა სხვადასხვა პარტიიდან, მათ შორის თბილისის მერის პოსტზე კენჭისყრასთან დაკავშირებით, თუმცა, უარი განაცხადა.

“თუ დავრწმუნდები, რომ ფულის ხელისუფლებას მოვერევი და ამას დავინახავ ხალხშიც, მე წავალ ამ რისკზე – ვიყრი კენჭს ქუთაისის მერად”, – აცხადებს შაშიაშვილი.

თემურ შაშიაშვილი ამასთან პოლიტიკური ორგანიზაცია “თეთრების” დამფუძნებელია. მისი განცხადებით, გადაწყვეტილება კენჭისყრის თაობაზე უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

წყარო: ინტერპრესნიუსი