„მწვანე პასპორტის“ კონცეფციის პრაქტიკაში განხორციელების შესახებ იმსჯელეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.
მხარის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ, მუნიციპალიტეტების მერებთან, რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან და შრომის ინსპექციის წარმომადგენლებთან, შეხვედრაზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებასა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.
"ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო 1 დეკემბრიდან მთლიანად საქართველოს მასშტაბით, რაც გულისხმობს კოვიდპასპორტების გამოყენებას. იმერეთში ბევრია ისეთი ობიექტი, სადაც უნდა გაკონტროლდეს ,,მწვანე პასპორტი“-ს გამოყენება....
კომპანია ,,თელავგაზის” წარმომადგენლები, თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურებიან. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ მარეგულირებელი აუდიტის შედეგად, კომისიამ დაადგინა ახალი ტარიფი, რომელიც 2022 წლის იანვრიდან შევა ძალაში.
,,აბონენტებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს რა გახდა ტარიფის ცვლილების საფუძველი, გვინდა მოგაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია: ტარიფის გადახედვას საფუძვლად დაედო “ბუნებრივი გაზის ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიით” კომისიისთვის განსაზღვრული ვალდებულება განეხორციელებინა დანახარჯების მარეგულირებელი...
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითრება, ბათუმის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2022 წლის სახელმძღვანელო დოკუმენტში მერია ასე განმარტავს: პროგრამის მიზანია ქაალქის საგზაო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება და ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება. წერს, რომ დახვეწილი საგზაო ინფარსტრუქტურა განსაზღვარვს ეკონომიკის განვითარების ტემპებს და დონეს, რომ მერიის ამოსავალია ქვეითებისთვის უსაფრთხო გარემოც, თუმცა ბათუმის ქუჩებში მხოლოდ საპირისპიროს თუ დაინახავთ. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
საგზაო ინფარსტრუქტურის განვითარების პროგარმის ფარგლებში, მომდევნო წლისთვის, ბათუმის...
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ დაადგინა, რომ შიდა ქართლის ერთ-ერთი კლინიკის ამბულატორიებში 80 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის გაწეული უფასო მომსახურების ფაქტი არ დასტურდება. ამის გამო, სააგენტო ერთ-ერთ კლინიკას 4,6 მლნ ლარს სთხოვს, საიდანაც 1,6 მლნ ლარი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურებულ თანხას, ხოლო 3 მლნ ლარი - ფინანსურ ჯარიმას. კლინიკამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ბოლო სასამართლო პროცესი 2021...
ამ მოწვევის პარლამეტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად, 2022 წლის ბოლომდე ყველა სკოლაში იქნება სამედიცინო კაბინეტი. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათი ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მოსმენის დროს განაცხადა.
პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2026 წლისთვის ყველა სახელმწიფო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება რეაბილიტირებული.
„სულ 2000-ზე ცოტა მეტი სახელმწიფო სკოლა გვაქვს. აშენდა...
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტები დღეისათვის 648 დიდ კონტიგენტიან სკოლაში ფუნქციონირებს და მიმდინარე თვეში კიდევ რამდენიმე დაემატება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დღეს პარლამენტში ისაუბრა.
მინისტრის ინფორმაციით, 648 სამედიცინო კაბინეტს, მიმდინარე თვეში, კიდევ რამდენიმე დაემატება, 2022 წლის ბოლომდე კი ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება როგორ სამედიცინო კაბინეტებით, ასევე ექიმისა და ექთანის მომსახურებით. ექიმის სტანდარტი კი ამ ეტაპზე დამტკიცების ეტაპზეა...
6 ბალიანი შტორმი ბათუმში. ძლიერმა ტალღებმა ინერტული მასა პლაჟსა და საფეხმავლო ბილიკზე გამორიყა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
უხვი ნალექის შედეგად, სანიაღვრე არხებში წყლის გატერება შეფერხდა. კომპანია ბათუმის წყლის ინფორმაციით, დილიდან ზღვაში გამსვლელი არხები ინტენსიურად იწმინდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვისპირა კურორტებზე, წვიმაინი ამინდი, ხვალ, შუადღემდე შენარჩუნდება. მთაში თოვლს, მაღალ მთაში კი ქარბუქს ვარაუდობენ. ზეგ, სამი დეკემბრიდან გამოიდარებს და თბილი ჰაერი შენარჩუნდება.
"არავის თვითმიზანი არ არის რეგულაციებისა და შეზღუდვების არსებობა და შემოღება", - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
გიორგი ღიბრაძემ საახალწლო ღონისძიებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებითაც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.
„არავის თვითმიზანი არ არის რეგულაციებისა და შეზღუდვების არსებობა და შემოღება. მთავარი მიზანია, რომ რაც შეიძლება მალე დავძლიოთ პანდემია, რაც შეიძლება მალე გავხსნათ ეკონომიკა ბოლომდე და...
2 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე პარლამენტი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს.
2021 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები კომიტეტების ფარგლებში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
“შემოსულობების ნაწილი 349 მლნ. ლარით იზრდება. ეს სრულად არის საგადასახადო შემოსავლების ხარჯზე. გარდა ამისა, შემცირებულია სესხის აღების მაჩვენებელი - 150 მლნ. ლარით ნაკლებს ავიღებთ. ნაერთი ბიუჯეტის კუთხით მნიშვნელოვანი დეფიციტია. დეფიციტი ნომინალურ გამოხატულებაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა,...
2026 წლისთვის ყველა სახელმწიფო სკოლა იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მოსმენის დროს განაცხადა.
„სულ 2000-ზე ცოტა მეტი სახელმწიფო სკოლა გვაქვს. აშენდა 174 ახალი სკოლა, 257 კი, რეაბილიტირებულია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მნიშვნელოვანია, რომ 2026 წლისთვის ყველა სახელმწიფო სკოლა იყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული“,...
შექმნილია უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც სკოლაში კვების სხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით მუშაობს, - ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს.
მისი თქმით, კვების შერჩეული მოდელი წარდგენილი იქნება პრემიერმინისტრთან და შემდეგ პროექტის ახალი ეტაპი დაიწყება.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და UNICEF-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შორის, რასაც მოჰყვა ჩემი შეხვედრა მასთან და ჩვენ ყველანი შევთანხმდით.
უკვე შექმნილია...
2021 წლის გაზაფხულზე სკოლის მიღმა 10 000 ბავშვი იყო, ბოლო მონაცემით, ეს რიცხვი არის 2 000, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების რიცხვის შემცირება განათლების სამინისტროს მიერ დანერგილი მექანიზმების საშუალებით მოხდა.
„მოხდა იმ ბავშვების იდენტიფიცირება, რომლებიც სისტემის გარეთ იყვნენ დარჩენილი. ამის სხვადასხვა მიზეზი...
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლის მასწავლებლების კონკურსი იანვრიდან დაიწყება. ამის შესახებ ჩხენკელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში განაცხადა, მასწავლებლების კონკურსი მაღალ დონეზე ჩატარდება.
„ძალიან დიდი რაოდენობა შემოვა სისტემაში, ვაკანსიები გაჩნდა, შესაბამისად, იანვრიდან სკოლებში კონკურსები დაიწყება. ბევრი მსურველია, რომ ამ პროფესიაში შემოვიდეს. კონკურსები ჩატარდება ძალიან მაღალ დონეზე და საკლასო ოთახში შევა ის მასწავლებელი, რომელიც ამას იმსახურებს. ორი მთავარი...
რატომ დადიან ავტობუსები დაგვიანებით? - ეს ხდება საცობების გამო. ამიტომ არის ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები იმისკენ, რომ ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს, პროექტების მიხედვით გავაჩინოთ საავტობუსე ზოლები , - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტმა 180 ერთეული ავტობუსი შეიძინა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, დამატებით თბილისში, მომავალ წელს 200 ერთეული ავტობუსი შემოვა.
„რატომ დადიან ავტობუსები დაგვიანებით? - შარშან დამატებით 180 ერთეული...
მასწავლებელი, რომელიც მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, ჩვენი ბავშვების მასწავლებელი არ უნდა იყოს, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს. როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, მას ადამიანურად ესმის და არ უხარია, ვიღაც რომ ჩაიჭრება გამოცდაზე.
„თუ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მასწავლებელმა ვერ გადალახა, მოხდება მისი ჩანაცვლება. სკოლებს აქვთ ვალდებულება, რომ იანვარში გამოცხადდეს კონკურსი. ახალი სისხლი...
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განმარტავს, რატომ არ ჩატარდა მიმდინარე წელს სკოლის დირექტორების კონკურსი. ჩხენკელმა ამ საკითხზე გიორგი ვაშაძის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონკურსის გადადებას ორი მიზეზი ჰქონდა.
მისი განმარტებით, კონკურსი 2022 წელს ჩატარდება.
„რატომ არ ტარდება დირექტორების კონკურსი, ამასთან დაკავშირებით ორი მიზეზია. ჩატარდება გაისად, 2022 წელს. აქ არანაირი პოლიტიკური მიზეზი არ არის. პირველი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































