წლების განმავლობაში მოუგვარებელი პარკირების პრობლემა ბათუმში

588

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითრება, ბათუმის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2022 წლის სახელმძღვანელო დოკუმენტში მერია ასე განმარტავს: პროგრამის მიზანია ქაალქის საგზაო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება და ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება. წერს, რომ დახვეწილი საგზაო  ინფარსტრუქტურა განსაზღვარვს ეკონომიკის განვითარების ტემპებს და დონეს, რომ მერიის ამოსავალია ქვეითებისთვის უსაფრთხო გარემოც, თუმცა ბათუმის ქუჩებში მხოლოდ საპირისპიროს თუ დაინახავთ.  ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

საგზაო ინფარსტრუქტურის განვითარების პროგარმის ფარგლებში, მომდევნო წლისთვის, ბათუმის მერიას დაგეგმილი აქვს ისეთი ქვეპროგრამები, როგორიცაა ქუჩებისა და ტროტუარების მოვლა-პატრონობა, დაზიანებული მონაკევეთების რეაბილიტაცია, განათებების მოვლა და ასე შემდეგ, თუმცა პარკირების პრობლემის გადასაჭრელად დოკუმენტში არაფერი წერია, არა და ქალაქში ყველაზე მწვავედ, წლებია სწორედ ეს პრობლემა დგას.