მიხეილ ჩხენკელი: 2021 წლის გაზაფხულზე სკოლის მიღმა 10 000 ბავშვი იყო, ბოლო მონაცემით, ეს რიცხვი არის 2 000

324

2021 წლის გაზაფხულზე სკოლის მიღმა 10 000 ბავშვი იყო, ბოლო მონაცემით, ეს რიცხვი არის 2 000, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების რიცხვის შემცირება განათლების სამინისტროს მიერ დანერგილი მექანიზმების საშუალებით მოხდა.

„მოხდა იმ ბავშვების იდენტიფიცირება, რომლებიც სისტემის გარეთ იყვნენ დარჩენილი. ამის სხვადასხვა მიზეზი იყო, ზოგი უცხოეთში იყო, ზოგი საქართველოშიც, შესაბამისად, ვინც საქართველოში იყო, მათი შემობრუნების მექანიზმი დაინერგა და 10 000-დან 2 000-მდე შემცირდა. ეს მოხდა გაზაფხულიდან დღემდე. ჩვენი მიზანია, საერთოდ აღარავინ იყოს საქართველოში სკოლის მიღმა დარჩენილი“, – განაცხადა ჩხენკელმა.