6 ბალიანი შტორმი ბათუმში – ძლიერმა ტალღებმა ინერტული მასა პლაჟსა და საფეხმავლო ბილიკზე გამორიყა

471

6 ბალიანი შტორმი ბათუმში. ძლიერმა ტალღებმა ინერტული მასა პლაჟსა და საფეხმავლო ბილიკზე გამორიყა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

უხვი ნალექის შედეგად, სანიაღვრე არხებში წყლის გატერება შეფერხდა. კომპანია ბათუმის წყლის ინფორმაციით, დილიდან ზღვაში გამსვლელი არხები ინტენსიურად იწმინდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვისპირა კურორტებზე, წვიმაინი ამინდი, ხვალ, შუადღემდე შენარჩუნდება. მთაში თოვლს, მაღალ მთაში კი ქარბუქს ვარაუდობენ. ზეგ, სამი დეკემბრიდან გამოიდარებს და თბილი ჰაერი შენარჩუნდება.