ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, დღეს რეაბილიტირებული ბაღი გაიხსნა. N12 საბავშვო ბაღის გახსნას ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო. საბავშვო ბაღს კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, გაიზარდა ჯგუფების რაოდენობაც. ბაღი უზრუნველყოფილია თანამედროვე სტანდარტების სისტემებითა და ახალი ინვენტარით. დღეიდან აღნიშნული ბაღი 245 აღსაზრდელს მოემსახურება. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
ზურაბ პატარაძემ აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. როგორც მთავრობის თავმჯდომარემ...
განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა შუახევის სოფელ სხეფის საჯარო სკოლაში მასწავლებლის მიერ "ქართული ოცნების" დროშებით ბავშვებთან ერთად გადაღებულ ფოტოზე კომენტარი გააკეთა.
"არავის აქვს უფლება პოლიტიკა შეიტანოს სკოლაში. მე მუდმივ კონტაქტზე ვარ აჭარის განათლების მინისტრთან და დაწყებულია საქმის შესწავლა. რამდენადაც გავარკვიეთ ეს პედაგოგი არ არის ოცნების აქტივისტი ან წევრი. დაწყებულია დისციპლინური საქმის წარმოება, სასჯელი შესაძლოა იყოს გაფრთხილება ან სამსახურიდან გათავისუფლებაც კი",- განაცხადა მარიამ ჯაშმა.
სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა...
„ევროპული საქართველოს“ ოფისში სერგო რატიანმა პოლოტსაბჭოს წევრ მარიამ რამინაშვილთან ერთად მასწავლებლების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა.
პარტიის წევრთა განცხადებით, საუბარია რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალაზე, სადაც ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში პირველკლასელ მოსწავლეებს „ქართული ოცნების“ დროშები უჭირავთ. ბრიფინგზე განაცხადეს, რომ აღნიშნული ფაქტით უხეშად დაირღვა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონი.
„ევროპული საქართველოს“ წევრები მოუწოდებენ პრემიერსა და განათლების მინისტრს დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით,...
„შენების მოძრაობამ“ დმანისში მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
დმანისის მერობისთვის ამჟამად მოქმედი გამგებელი გოგი ბარბაქაძე „შენების მოძრაობის“ სახელით იბრძოლებს,
მან დღეს „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თამჯდომარესთან, საკრებულოს მოქმედ თამჯდომარესთან და კიდევ პარტიის სამ წევრთან ერთად „ქართული ოცნება“ დატოვა.
გოგი ბარბაქაძე გადაწყვეტილების მიზეზად მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის კახაბერ ოქრიაშვილის მხრიდან ზეწოლას ასახელებს და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გუნდთან ერთად არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებელ...
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ”ქართული ოცნებისა” და ”ევროპული საქართველოს” შემომწირველების გამოკითხვას დღეიდან იწყებს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა განუცხადა, გამოკითხვაზე 14 შემომწირველია დაბარებული.
მისივე თქმით, თუ სამართალდარღვევა დადგინდება, შემომწირველები შემოწირული თანხის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან, ხოლო პარტიებს ვალდებულება დაეკისრებათ, შემოწირული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხონ.
”ჩვენ დღეიდან გვყავს დაბარებული 14 შემომწირველი ფიზიკური პირი, რომლებმაც განახორციელეს შემოწირულება აგვისტოს თვის განმავლობაში...
ე.წ. ელიავას ბაზარობის განვითარებასთან დაკავშირებით ბაზრობის ადმინისტრაციამ დედაქალქის მერიას ერთიანი გეგმა უნდა წარუდგინოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა. მისი თქმით, ტერიტორიის მოწესრიგება აუცილებელია, ვინაიდან ბაზრობაზე მუშაობა ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს.
„ელიავას ბაზრობის მოწესრიგება არის მნიშვნელოვანი ამოცანა ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის დ ა.შ. იქ საქმიანობა საფრთხის შემცველი არ უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციასთან ჩვენ საუბარი გვქონდა. შევჯერდით, იმაზე...
თბილისის მერი დავით ნარმანია, პეკინის ქუჩაზე ველობილიკის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. კერძოდ, ბულაჩაურის ქუჩიდან მიროტაძის ქუჩამდე, 1 კმ-იანი, 2,80 მეტრის სიგანის ველობილიკი კეთდება. ველობილიკზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი. თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახური კი, იქ შესაბამის ნიშნებს განათავსებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში ასეთი თანამედროვე და მოწესრიგებული ფორმით ველობილიკი პირველად კეთდება. „დღეს იგება ველობილიკი და ამით პრაქტიკულად სრულდება პეკინის...
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური სატესტო რეჟიმში აკვირდება პეკინისა და მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის ნაკადებსა და მიმართულებებს. სატესტო რეჟიმის დასრულების შემდეგ, შესაძლებელია საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის ცვლილება.
დღეის მდგომარეობით, პეკინის ქუჩაზე ტრანსპორტისთვის ცალმხრივი მოძრაობაა დაწესებული. შესაბამისად, გაცალმხრივებულია კოსტავასა და შარტავას ქუჩები – 26 მაისის მოედნიდან ჟვანიას მოედნამდე და ასევე: კანდელაკის, ჭაბუკიანის, იოსებიძისა და ტაშკენტის ქუჩები.
საგზაო მოძრაობის ორგანიზება ჟვანიას მოედანსა და...
პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, „ქართულ ოცნების“ სახელით, ამ რეგიონში მერობის 9 კანდიდატი იბრძოლებს.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია იქნება, მესტიის - კაპიტონ ჟორჟოლიანი; ფოთის - გოჩა კურდღელია; აბაშის - ლევან მაკალათია, სენაკის - ლევან კუპრეიშვილი; მარტვილში ალექსანდრე გრიგალავას, ხოლო ხობში გოჩა ქაჯაიას კანდიდატურები...
ტერიტორიული მოწყობა ქვეყანაში - რეპორტაჟი ნაფეტვრებიდან, რომელიც მცხეთიდან 31 კილომეტრშია, თუმცა, სწორედ მცხეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.
ექსპერტები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოში რაიონული დაყოფა მეფის რუსეთის დროინდელი საბოქაულოების მიხედვით მოხდა, თითქმის არაფერი შეცვლილა. ნახეთ, რა გამოწვევების წინაშე დგას მუნიციპალურ ცენტრს კილომეტრობით დაშორებული სოფლები.
https://www.youtube.com/watch?v=Bf0770Dk8xM&feature=youtu.be
პეკინის ქუჩა ოფიციალურად 21 სექტემბერს გაიხსნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა. მისი თქმით, ყველა სახის ძირითადი სარემონტო სამუშაოები დასრულებუალია, რის შემდგომაც პეკინის ქუჩა ხუთშაბათს გაიხსნება.
„პეკინის ქუჩაზე ყველა ძირითადი სამუშაო დასრულებულია. ამ ეტაპზე, მხოლოდ, დახაზვისა და მცირედი მოპირკეთების სამუშაოები დარჩა. 21 სექტემბერს, დილით ცხრა საათზე პეკინის გამზირს ოფიციალურად გავხსნით“,- განაცხდა დავით ნარმანიამ.
პეკინის გამზირზე გზის რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარე...
აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარნის ცენტრიდან სოფლების - პირველი მაისისა და თხმელარის მიმართულებით, სრულიად ახალი გზა დაიგო, - ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის გამგეობა ავრცელებს.
უწყების ცნობით, გზების საერთო სიგრძე 4675 მეტრია და რეაბილიტაციისთვის 756 970 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
თბილისის მერიაში დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ეკოლოგიურად სუფთა, ევროსტანდარტებთან შესაბამისი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს.
მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ და კომპანია „კა დე ვე ჯორჯიას“ დირექტორმა, ვაჟა სამადბეგიშვილმა მოაწერეს.
კომპანია „კა დე ვე ჯორჯია“ 2016 წელს ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე თბილისის მერიის მიერ ინტერესთა გამოხატვის გამარჯვებული გახდა. ინფორმაციას ამის...
გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოვლენასთან დაკავშირებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება მიიღო.
დადგენილების თანახმად, თუ საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარებული წილისყრის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის ორივე წევრი ერთ საარჩევნო სუბიექტში შემავალი პარტიების მიერ არის დანიშნული, ასეთ შემთხვევაში, ამ ფუნქციის შესრულება, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, დაეკისრება აღნიშნული კომისიის წევრთაგან ერთ-ერთს, ხოლო გადასატანი ყუთის წამღები კომისიის მეორე წევრის გამოსავლენად გაიმართება ხელახალი წილისყრა,...
ქედაში ევროკავშირმა სოფლის განვითარების ახალი პროექტი წარადგინა. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ავრცელებს.
პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
შეხვედრა ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჯანაშიამ გახსნეს.
საქართველოში სოფლის განვითარების ევროპული მიდგომის შესახებ ისაუბრა ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების მიმართულების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































