ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ევროპული მოდელი დაინერგება

1115

ქედაში ევროკავშირმა სოფლის განვითარების ახალი პროექტი წარადგინა. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ავრცელებს.

პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

შეხვედრა ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჯანაშიამ გახსნეს.

საქართველოში სოფლის განვითარების ევროპული მიდგომის შესახებ ისაუბრა ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების მიმართულების პროექტის მენეჯერმა, ალვარო ორტეგა აპარისიომ. შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივებს თავინთ გამოცდილებაზე ესაუბრნენ ENPARD-ის პარტნიორებმა საპილოტე მუნიციპალიტეტებიდან.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.