დავით ნარმანია ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციისგან ტერიტორიის განვითარების გეგმას ელოდება

668

ე.წ. ელიავას ბაზარობის განვითარებასთან დაკავშირებით ბაზრობის ადმინისტრაციამ დედაქალქის მერიას ერთიანი გეგმა უნდა წარუდგინოს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა. მისი თქმით, ტერიტორიის მოწესრიგება აუცილებელია, ვინაიდან ბაზრობაზე მუშაობა ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს.

„ელიავას ბაზრობის მოწესრიგება არის მნიშვნელოვანი ამოცანა ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის დ ა.შ. იქ საქმიანობა საფრთხის შემცველი არ უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციასთან ჩვენ საუბარი გვქონდა. შევჯერდით, იმაზე რომ მათი მხრიდან განვითარების ერთიანი გეგმა იქნება მომზადებული და წარმოდგენილი, რომლის შემდეგაც გაგრძელდება ამ საკითხებთან დაკავშირებით განხილვა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კითხვაზე, გადავა თუ არა ე.წ. ელიავას ბაზრობა სხვა ტერიტორიაზე, დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ „ამ ეტაპზე მათ ერთიანი განვითარების გეგმა უნდა წარმოადგინონ“.

როგორც ცნობილია, ელიავას ბაზრობის მეწილეთა ინფორმაციით, თბილისის მერი დავით ნარმანია დაპირდა, რომ ბაზრობა სხვა ტერიტორიაზე აღარ გადავა.

წყარო: ინტერპრესნიუსი