პეკინის ქუჩა ოფიციალურად 21 სექტემბერს გაიხსნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა. მისი თქმით, ყველა სახის ძირითადი სარემონტო სამუშაოები დასრულებუალია, რის შემდგომაც პეკინის ქუჩა ხუთშაბათს გაიხსნება.
„პეკინის ქუჩაზე ყველა ძირითადი სამუშაო დასრულებულია. ამ ეტაპზე, მხოლოდ, დახაზვისა და მცირედი მოპირკეთების სამუშაოები დარჩა. 21 სექტემბერს, დილით ცხრა საათზე პეკინის გამზირს ოფიციალურად გავხსნით“,- განაცხდა დავით ნარმანიამ.
პეკინის გამზირზე გზის რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო. ქუჩაზე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოპირკეთდა ასფალტი, ასევე მოეწყო ველობილიკი.
წყარო: ინტერპრესნიუსი