გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოვლენასთან დაკავშირებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება მიიღო.
დადგენილების თანახმად, თუ საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარებული წილისყრის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის ორივე წევრი ერთ საარჩევნო სუბიექტში შემავალი პარტიების მიერ არის დანიშნული, ასეთ შემთხვევაში, ამ ფუნქციის შესრულება, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, დაეკისრება აღნიშნული კომისიის წევრთაგან ერთ-ერთს, ხოლო გადასატანი ყუთის წამღები კომისიის მეორე წევრის გამოსავლენად გაიმართება ხელახალი წილისყრა, ზემოაღნიშნული კომისიის წევრების მონაწილეობის გარეშე.
დადგენილებაში ასევე მითითებულია, რომ ურთიერთშეუთანხმებლობა წარმოადგენს კომისიის წევრების უარს მათთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე და ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული კომისიის წევრები კარგავენ სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის უფლებას.
თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება.
წყარო: იმედინიუსი