საოლქო–საარჩევნო კომისიებმა მერობის კანდიდატების დოკუმენტაციის შესწავლის პროცესი დაასრულეს. სამცხე–ჯავახეთში მერობის 35 კანდიდატიდან ორი ხარვეზის გამო საარჩევნო პროცესებს გამეოთიშა.
დოკუმენტაციაში ხარვეზი ადიგენისა და ასპინძის მერობის კანდიდატებს დაუდგინდათ. ორივე კანდიდატი არჩევნებში საარჩევნო ბლოკის : „გიორგი ვაშაძე – ერთობა, ახალი საქართველოს“ სახელით მონაწილეობდა.
ადიგენის საოლქო–საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის ჯაბა მაჭარაშვილის განცხადებით, მერობის კანდიდატს არკადი საჰაკიანს, რომელიც საარჩევნო ბლოკიდან „გიორგი ვაშაძე – ერთობა, ახალი საქართველო“ იყო,...
სოციალური ქსელით გავრცელებულ პეტიციასთან დაკავშირებით, რომლის ავტორებიც საბავშვო ბაღების ფანჯრებსა და აივნებზე გისოსების გაკეთებას მოითხოვენ, თბილისის ბაღების მართვის სააგენტო განმარტებებს აკეთებს. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ პირველ არხს განუცხადა, ბაღების ფანჯრებზე გისოსების დამონტაჟება აკრძალულია სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე - კერძოდ, სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის №370 დადგენილებით.
თუმცა, თორდინავას განცხადებით, დადგენილებაში საუბარია ყრუ გისოსების...
ავშნის ქუჩასა და შესახვევებში აქამდე კანალიზაციის ცენტრალური სისტემა და ასფალტის გზა არ არსებობდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო კანალიზაციის ქსელი და დაერთებები, შეიცვალა წყალსადენის მილები და 13 000 კვ.მ ფართობზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. კერძოდ, მოეწყო ბორდიურები, ტროტუარები და გზის სავალ ნაწილზე იგება ასფალტის ახალი საფარი.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ავშნის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები, ნაძალადევის რაიონისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია.
„ძალიან...
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, პირველი ორი კვირის განმავლობაში საბავშვო ბაღები ყოველთვის გადატვირთულია, შემდეგ ბავშვების ნაწილი არ დადის და ჯგუფებში უფრო თავისუფალი მდგომარეობაა. ამის შესახებ ნარმანიამ საკითხის კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ საბავშვო ბაღებში მდგომარეობა დასტაბილურდება.
”ჩვენმა წინამორბედებმა 9 წლის განმავლობაში 49 ბაღი დახურეს. ბავშვების და მშობლების მხრიდან ბაღებზე მოთხოვნაა, ჩვენ დავიწყეთ საბავშვო ბაღების მშენებლობა, როგორც კი...
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე, მდ. ბიდარაზე სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ძველი 1864 წელს აშენებული ქვის თაღოვანი ხიდის აღდგენა და ასევე ექსპლუატაციაში არსებული ხიდის გაფართოება და რეაბილიტაცია, რომელიც მომავალში სრულად დააკმაყოფილებს არსებულ სატრანსპორტო მოთხოვნებს.
ამ დროისათვის, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ხიმინჯების დაბეტონება, ასაქცევ გზაზე მონოლითური რკინა-ბეტონის ფილების მოწყობა.
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის...
გადატვირთულ საბავშვო ბაღებს უახლოეს დღეებში დამატებითი პერსონალი დაემატება. როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ განაცხადა, ეს ხელს შეუწყობს აღსაზრდელების მიმართ უფრო მაღალ კონტროლს.
”უახლოეს დღეებში, საბავშვო ბაღებში, სადაც გადატვირთულია ჯგუფები დამატებითი პერსონალი დავამატებთ. აღნიშნული მიმართულებით კონკრეტული გეგმა გვაქვს. ამ გეგმის შესახებ საზოგადოებას უახლოესი დღეების განმავლობაში ვაცნობებთ. ეს ხელს შეუწყობს უფრო მაღალ კონტროლს საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების მიმართ”, -...
https://www.youtube.com/watch?v=Ko70Dtt77eI
"კახეთის ხმა" შეეცადა გაერკვია, თუ როგორია მოსახლეობის ნაწილის მოსაზრება საკრებულოს სხდომებზე დასწრების შესახებ, რატომ არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. აქვთ თუ არა ინფორმაცია სხდომებზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლების შესახებ.
ზოგიერთი მათგანის მტკიცებით, მათ არავინ აგებინებს საკრებულოს სხდომების გამართვის თარიღს.
მოსახლეობის დიდი ნაწილი კი, აღნიშნული საკითხების მიმართ ინდეფერენტულად არის განწყობილი და ამბობს, რომ მათ მონაწილეობას აზრი იმ უბრალო მიზეზის გამო არ...
იუსტიციის მინისტრი და უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელი თეა წულუკიანი მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს "გამიჯნონ ერთმანეთისგან ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფოს და ხალხს და არა რომელიმე პარტიას და ამით შექმნან ერთმანეთში კონკურენტული გარემო". ამის შესახებ წულუკიანმა უწყებათშორისი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და როგორც უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა კანდიდატს ყველა პარტიიდან, ასევე, მოვუწოდო მმართველ პარტიას და მის კანდიდატებს,...
ლეიბორისტულმა პარტიამ ქუთაისში მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მერობისთვის სამსონ გუგავა იბრძოლებს. კანდიდატმა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო და ქალაქში არსებული პრობლემების გადაჭრის საკუთარ ხედვაზე ისაუბრა.
საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატების სია კი ასე გამოიყურება:
მერაბ ჭუმბურიძე -უქიმერიონი,
ირაკლი კიკვაძე -ნიკეა,
ზურაბ ძნელაძე- ავტოქარხანა,
დავით სოფრომაძე- კახიანაური,
მირზა ბრეგაძე - ვაკისუბანი,
ნელი ცაბაძე - ძელქვიანი,
გოჩა ნიკოლაძე - ქალაქ-მუზეუმი,
გაგი ახალაძე - ავტომშენებელი,
გიორგი ღვინიანიძე- გამარჯვება,
ნუგზარ ლომაშვილი- საფიჩხია.
წყარო: იმედინიუსი
რეგიონული მედიის ჟურნალისტები საარჩევნო საკითხებზე ტრენინგს გადიან. ტრენინგი დღეს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ხელმძღვანელ ჟერომ ლეღოსთან და სწავლების ცენტრის დირექტორ ნათია ზაალიშვილთან ერთად გახსნა.
„საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების პერიოდში ტრადიციულად ატარებს საინფორმაციო ტრენინგებს მედიის წარმომადგენლებისთვის იმისათვის, რომ ჟურნალისტებს გავუზიაროთ ის საკანონმდებლო მოთხოვნები, ვალდებულებები და უფლებები, რაც უკავშირდება არჩევნების გაშუქებას, კამპანიის მიმდინარეობის წესებს. ვფიქრობ, ეს არის...
„იპოვე შენი თავი - იპოვე შენი უბანი“ - საზოგადოებრივი აქციის ფარგლებში ცესკოს და სწავლების ცეტნრის თანამშრომელბი რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებს სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმებას სთავაზობდნენ.
ცესკოს მიერ შეთავაზებული ინოვაციური სერვისების საშუალებით, ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 9 500 სწრაფი გადახდის აპარატის...
კასპის მერად 6 კანდიდატი იყრის კენჭს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის საოლქო საარჩევნო კომისიიდან აცნობეს.
კომისიის მდივნის, ელენე ჩადუნელის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიაში 10 პარტია დარეგისტრირდა, მეთერმეტე პარტიამ, მხოლოდ, მერის კანდიდატი წარადგინა.
ბოლო მონაცემებით, კასპის მერობისათვის შემდეგი კანდიდატები იბროლებენ:
მანუჩარ მერებაშვილი - ,,ქართული ოცნება", საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე
ალექსანდრე შაქარაშვილი - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
მამუკა ბექაური - პატრიოტთა ალიანსი
ნათია ბახტაძე - ,,რესპუბლიკური პარტია"
დიმიტრი გიორგაძე...
https://www.youtube.com/watch?v=EOyOXUJI8vw
ვოლოგდის დასახლებაში გორის მერობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან" კოტე თავზარაშვილი ქალაქის მერთან, ზურაბ ჯირკველიშვილთან ერთად შეხვდა.
საარჩევნო პროგრამისა და უბნის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის შემდეგ, ადგილობრივებმა დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ, ისაუბრეს.
კორპუსებში მცხოვრებლები ამბობენ, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები გადასახადის გადახდას ითხოვენ იმ დროს, როდესაც ონკანებში წყალი არ მოდის.
ზურაბ ჯირკველიშვილმა, პრობლემის მოგვარების მიზნით, მოქმედებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მოსახლეობამ მრიცხველების დაყენება უნდა მოითხოვოს, რის...
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქარელის მერობის კანდიდატი, ზაზა გულიაშვილი, ქარელის მუნიციპლიტეტის სოფლების - აბისისთავისა და ბერძენაულის მოსახლეობას შეხვდა.
მერობის კანდიდატმა, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა დაბრუნდაშვილთან ერთად, ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა და ქარელის მუნიციპალიტეტის განვითარების ოთხწლიანი გეგმა გააცნო.
„ჩვენთვის ყველა სოფელი პრიორიტეტულია და ვცდილობთ, ყველამ ერთნაირად მიიღოთ ის სიკეთე, რასაც ჩვენი გუნდი გპირდებათ. აბისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ისევე როგორც ქარელის მუნიციპალიტეტის...
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს თბილისის სოციალური პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიების დასასრულს კახა კალაძემ პატარა თანამწამყვანს-ნინუცას მოუხმო და მასთან ერთად მიმართა დამსწრე საზოგადოებას.
მერობის კანდიდატმა იმედი გამოთქვა, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი გეგმების რეალიზაციით და საზოგადოების აქტიური ჩართულობით ნინუცა და მისი მეგობრები სიცოცხლით სავსე ქალაქში იცხოვრებენ.
ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მერად არჩევის შემდეგ, ჯანდაცვის სხვა პროგრამების განვითარებასთან...
ცესკო და სწავლების ცენტრი 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ატარებს ტრენინგებს პოტენციური კანდიდატი ქალებისთვის.
ღონისძიება დღეს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ და ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს. მათ აღნიშნული ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რაც მიზნად ისახავს საარჩევნო პროცესში ქალთა მონაწილეობის გააქტიურებისა და საარჩევნო საკითხებზე მათი ინფორმირებულობის ზრდის ხელშეწყობას.
მონაწილეებს ასევე ცესკოს წევრი ზურაბ ხრიკაძე მიესალმა, რომელმაც არჩევნებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































