“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს თბილისის სოციალური პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიების დასასრულს კახა კალაძემ პატარა თანამწამყვანს-ნინუცას მოუხმო და მასთან ერთად მიმართა დამსწრე საზოგადოებას.
მერობის კანდიდატმა იმედი გამოთქვა, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი გეგმების რეალიზაციით და საზოგადოების აქტიური ჩართულობით ნინუცა და მისი მეგობრები სიცოცხლით სავსე ქალაქში იცხოვრებენ.
ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მერად არჩევის შემდეგ, ჯანდაცვის სხვა პროგრამების განვითარებასთან ერთად, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის განახლებას გეგმავს. ამის შესახებ მან სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციისას ისაუბრა.
“ძალიან მნიშვნელოვანია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის განახლება. მშობლებთან და პროფესიონალებთან ერთად ახალი კონცეფცია შემუშავდება და განვახორციელებთ”, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.
მისივე თქმით, ამ პროცესში მშობლების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
წყარო: აიპრესი