ლეიბორისტულმა პარტიამ ქუთაისში მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მერობისთვის სამსონ გუგავა იბრძოლებს. კანდიდატმა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო და ქალაქში არსებული პრობლემების გადაჭრის საკუთარ ხედვაზე ისაუბრა.
საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატების სია კი ასე გამოიყურება:
მერაბ ჭუმბურიძე -უქიმერიონი,
ირაკლი კიკვაძე -ნიკეა,
ზურაბ ძნელაძე- ავტოქარხანა,
დავით სოფრომაძე- კახიანაური,
მირზა ბრეგაძე – ვაკისუბანი,
ნელი ცაბაძე – ძელქვიანი,
გოჩა ნიკოლაძე – ქალაქ-მუზეუმი,
გაგი ახალაძე – ავტომშენებელი,
გიორგი ღვინიანიძე- გამარჯვება,
ნუგზარ ლომაშვილი- საფიჩხია.
წყარო: იმედინიუსი