ბათუმის საკრებულოს სხდომაზექალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე იმსჯელეს, დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ ქალაქის მერია მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერს გამოაცხადებს და გამარჯვებული გენგეგმას მოამზადებს. საკითხი საკრებულოს სხდომაზე  ერთხმად დაამტკიცეს. გენერალური განაშენიაშების გეგმა, სავარაუდოდ, წელიწადნახევარში იქნება მზად. წყარო: TV25
"დაიცავი საქართველოს"ლიდერის კახა მიქაიას განცხადებით, "ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია ენმ-ს პარტიის წევრია. მიქაიამ ამის შესახებ ჟურნალისტებთან სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა და პარტიის წევრობის მოწმობა გაასაჯაროვა, რომელიც 2013 წლით თარიღდება და ხელს მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი აწერენ. "ამ დოკუმენტში მითითებულია რომ ლაშა გოგია გახლავთ უსაფრთოხების წარმომადგენელი. ასევე, ვფლობ სხვა მოქმედი თანამდებობის პირების მოწმობებს, რომლებიც ენმ-ს წარმოადგენენ. ესენი არიან ჭითაწყარის მაჟორიტარობის...
თბილისის მერიასთან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის თაბორის მთაზე ტერიტორიის გადაცემას აპროტესტებენ. "ნაციონალური მოძრაობა" დედაქალაქის ხელმძღვანელობისგან ითხოვს, რომ თავისუფლების მოედანზე 2 ათასი კვ.მ მიწისა და თაბორის მთაზე ტერიტორიის გადაცემის საკითხის გადაწყვეტა არჩევნებამდე შეჩერდეს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ უარი უნდა თქვას იმ უკანონო გადაწყვეტილებაზე, რომელზეც ერთი...
მე არ ვიბრძვი მხოლოდ და მხოლოდ მეორე ადგილისთვის, მე გამარჯვებისთვის ვიბრძვი, ოპოზიციონერები, რომლებიც ახლა ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდნენ, რეალურად აჩვენებენ, რომ მათ მეორე ადგილი სურთ, ეს ძალიან არაეფექტური და არასწორია, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში, საკრებულოს უკვე ყოფილმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა და თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლითაც ოპოზიციონერი დეპუტატების მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ელისაშვილმა კოლეგებს და განსაკუთრებით...
ბათუმში თვითმმართველობის არჩევნებს მოხალისეები დააკვირდებიან. "ისარი" ასე ჰქვია მოხალისეობრივ აპოლიტიკურ პროექტს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "აჭარის განვითარების" ცენტრის ეგიდით ამოქმედდა. პროექტი საპილოტო ვერსიაა და პირველ ეტაპზე, მხოლოდ ბათუმს მოიცავს. მოხალისეები სოციალურ ქსელში გავრცელებული აპლიკაციების შევსებით შეიკრიბნენ. ორგანიზაციაში ამ დროისთის 220 მოხალისეა რეგისტრირებული, მათ ტრენინგები უტარდებათ. წყარო: აჭარის ტელევიზია
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას ზედამხედველობას ავსტრალიური კომპანია გაუწევს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და SMEC lnternational Pty. Ltd of Australia-ს შორის საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულება (ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ზედამხედველობა) , რომლის პროექტიც თავის დროზე საქართველოს მთავრობამაც მოიწონა, უკვე გაფორმებულია. სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია. მახინჯაურის გვირაბიდან ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე, ახალი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.  ბათუმის შემოვლითი გზის აშენებისთვის 329...
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული  ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი თანაგუნდელებთან ერთად, ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეულის  სოფლების მოსახლეობას შეხვდა. სარიშვილმა  მოსახლეობას  ამავე სოფლის მაჟორიტარობის კანდიდატი ბესიკ ტაბიძე წარუდგინა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც მომდევნო ოთხი წლის განავლობაში, სოფელ ნიგვზიანშია  დაგეგმილი. „მთავრობას აქვს ოთხპუნქტიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც, არც ერთი სოფელი, უბანი არ უნდა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, დომენტი სიჭინავას მხარდამჭერის, მამუკა დარასელიას დაკითხვაზე დაბარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. უწყების განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და მოქალაქე მამუკა დარასელია დაკითხვაზე არ დაუბარებიათ. ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, დომენტი სიჭინავას მხარდამჭერი მამუკა დარასელია პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. დარასელიამ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება დღეს დილით გაავრცელა. მისი ინფორმაციით, იგი პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა. მისივე მტკიცებით, მისი...
საარჩვენო კამპანიის ფარგლებში, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატი ირაკლი კუჭავა სოფელ ზოტის მოსახლეობას შეხვდა. მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე, სოფელში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თქვენს სოფელში აშენდა და გაიხსნა საბავშვო ბაღი, რასაც მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა. აშენდა ახალი სკოლა, დაიწყო შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, სოფელთან დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია....
„ღია მმართველობის პარტნიორობას“ (OGP) საფუძველი 2010 წელს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივით ჩაეყარა. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის გზით, პასუხისმგებლობა აეღოთ მთავრობების საქმიანობის ღიაობაზე, კორუფციასთან ბრძოლასა და სამოქალაქო ჩართულობის ამაღლებაზე. დღეისათვის „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ 75 ქვეყანა მონაწილეობს, საქართველო OGP -ის 2011 წლიდან შეუერთდა. წელს კი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და ის...
ნაძალადევის რაიონში, ზვარეთის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიურები, ტროტუარები და გზის სავალ ნაწილზე, 2 000 კვ.მ ფართობზე დაიგო ორი ფენა ასფალტის საფარი. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. უწყების პრესსამსახურის ცნობით, გზის რეაბილიტაციის პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს. ”ქუჩაზე საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 300 მ სიგრძეზე წყალსადენის ცენტრალური...
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ქუთაისის საკრებულოში მოსახვედრად რეგისტრაცია თხუთმეტმა პოლიტიკურმა პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა გაიარა. საკრებულო 25 წევრით უნდა დაკომპლექტდეს. წლევანდილი არჩევნებისთვის პარტიებმა და საარჩევნო ბლოკებმა, პროპორციულ სიებში 116 ქალი კანდიდატი წარმოადგინეს. ქუთაისის # 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პარტიებმა პირველ ათეულში 55 ქალი ჩასვეს, რაც საერთო მონაცემების 48% შეადგენს. მაჟორიტარობის კანდიდატებად რეგისტრირებულია 25 ქალი, რაც საერთო მონაცემების 29%-ია. ყველაზე მეტი...
„ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის“ (WWF) კავკასიის წარმომადგენლობამ ლაგოდეხის დაცულტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის ტექნიკური განხორციელების კვლევაზე, დიზაინსა და დეტალურპროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა შეისწავლოს ხის კენწეროების ბილიკის პროექტის ტექნიკური განხორციელების შესაძლებლობები, შეიმუშაოს პროექტის დეტალური გეგმა, დიზაინი და სავარაუდო ღირებულება. განხორციელების კვლევა ასევე მოიცავს მომსახურების გაიდლაინების შედგენას, ვიზიტორთა სავარაუდო რაოდენობის, შემოსავლების, საჭირო საოპერაციო და სარემონტო ხარჯების და პროექტის განხორციელებით ეკონომიკაში შეტანილი სავარაუდო წვლილის დაანგარიშებას. რაც შეეხება დიზაინს, უნდა მომზადდეს დეტალური სამშენებლო ნახაზები და შეფასდეს მშენებლობის ღირებულება. ხის კენწეროების ბილიკი...
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის დომენტი სიჭინავას მხარდამჭერი მამუკა დარასელია პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. მამუკა დარასელიას განცხადებით, იგი პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა. დარასელიას მტკიცებით, მისი მხრიდან არანაირ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია და პოლიციის განყოფილებაში მისვალს არ აპირებს. ,,დღეს დილით დამიკავშირდნენ კახათის პოლიციის განყოფილებიდან, მითხრეს, რომ მივსულიყავი გამოკითხვაზე. თუ მე არ მივიდოდი, მანქანას გამოუშვებდნენ და წამიყვანდნენ. ფაქტს ვუკავშირებ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას და იმ ხმამაღალ...
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი შენგელიამ გამარჯვების ოლქში ამომრჩეველთან შეხვედრების პირველი ეტაპი დაასრულა. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კანდიდატი ოლქში შემავალი ყველა ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. „პირველი ეტაპის მთავარი მიზანი იყო, ამომრჩეველს გავეცანი და „ქართული ოცნების“ დაპირებები გაეგოთ. ასევე, გამეგო კონკრეტული გამოწვევები ქუჩებისა და კორპუსების მიხედვით. მეწარმოებინა პრობლემების აღწერა და საკრებულოს წევრის კომპეტენციებზე მესაუბრა, რათა ამომრჩევლებს ცრუ მოლოდინი არ...
ბორჯომის №1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სულ მალე განახლებული შენობა დახვდებათ. გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, სააღმზრდელო დაწესებულებაში ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, ამჟამად კი ეზოსა და ოთახების დასუფთავება და წვრილმანი სამუშაოები მიმდინარეობს. ”შენობაში სრულად გარემონტდა ოთახები, შეიღება კედლები და ჭერი, მოეწყო ლამინატისა და კერამიკული ფილების იატაკი, მოწესრიგდა სველი წერტილები, საკანალიზაციო სისტემა, ელ-გაყვანილობა, შეიღება შენობის გარე-ფასადი, სააღმზრდელო დაწესებულება აღიჭურვა თანამედროვე აუდიო-ვიდეო აპარატურით, სამზარეულო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ