საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი თანაგუნდელებთან ერთად, ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
სარიშვილმა მოსახლეობას ამავე სოფლის მაჟორიტარობის კანდიდატი ბესიკ ტაბიძე წარუდგინა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც მომდევნო ოთხი წლის განავლობაში, სოფელ ნიგვზიანშია დაგეგმილი.
„მთავრობას აქვს ოთხპუნქტიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც, არც ერთი სოფელი, უბანი არ უნდა დარჩეს გაზის, წყლისა და გზის გარეშე. უნდა ვეცადოთ, რომ ყველა სოფელში მაქსიმალურად მოგვარდეს წყალმომარაგების პრობლემა, მუნიციპალიტეტში ამ კუთხით მასშტაბური სამუშაოების განხორციელება იგეგმება და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ხუთ მილიონ ლარამდე დაიხარჯება“, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
ალექსანდრე სარიშვილი ამომრჩეველს იმ პროექტების შესახებ ესაუბრა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2018 წლიდან ხაჯალიის ბაღის მშენებლობა დაიწყება, რომელიც თანამედროვე, ევროსტანდარტების შესაბამისი იქნება.
შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისი და მაჟორიტარობის კანიდატ ბესიკ ტაბიძის არჩევის შემთხვევაში, ყველა პრობლემა მოსახლეობასთან მაქსიმალური კომუნიკაციისა და ჩართულობის შედეგად გადაიჭრება.
წყარო: გურიანიუსი