ჩვენი მთავარი ამოცანა ზოტთან დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაციაა

952

საარჩვენო კამპანიის ფარგლებში, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატი ირაკლი კუჭავა სოფელ ზოტის მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე, სოფელში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თქვენს სოფელში აშენდა და გაიხსნა საბავშვო ბაღი, რასაც მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა. აშენდა ახალი სკოლა, დაიწყო შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, სოფელთან დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია. ჩემი მერობის პერიოდში, საქართველოს მთავრობის დახმარებითა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, ეს საკითხი მოგვარდება. მაღალმთიანი სოფლისთვის ასევე, მნიშვნელოვანია ტყით სარგებლობის პროცესის გამარტივება, რაც მოგვარების ფაზაშია“ – მიმართა ამომრჩეველს ირაკლი კუჭავამ.

წყარო: გურიანიუსი