ქობულეთის გამგაბლის სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა სოფელ ალამბარში, რის გამოც რვა ოჯახთან მისასვლელი გზა ჩახერგილია. გამგებელი ამბობს, რომ გზის გაწმენდა ამ დროისთვის არ ხერხდება. „როგორც გეოლოგებმა მითხრეს, აზრი არ აქვს სამუშაოების დაწყებას, რადგან სანამ წვიმა არ შეწყდება, სამუშაოების დაწყება საშიშია“-ამბობს გამგებელი.   სტატიის სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე წყარო: ბათუმელები
შუახევის მუნიციაპალიტეტის სოფელ სხეფის მასწავლებელი მარინა დარჩიძე, რომელმაც ფეისბუკის გვერდზე „ქართული ოცნების“ დროშიანი პირველკლასელების ფოტო გამოაქვეყნა, დღეს, 2 ოქტომბერს, შუახევის მაგისტრი სასამართლოს მოსამართლემ დავით გელაშვილმა ათასი ლარით დააჯარიმა. პედაგოგს ბრალი ედებოდა საარჩევნო კოდექსის 81-ე მუხლის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო კამპანიის გამართვას იმ ადგილებში, სადაც კანონით აკრძალულია. სტატიის სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე   წყარო: ბათუმელები
იხილეთ დოკუმენტი: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის დებულება
"აქცია დასრულებული არ არის, აქცია ძალის გამოყენებით არის დაშლილი", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა თბილისის მერიასთან განაცხადა. "ხედავთ, რა ძალებით ცდილობენ, რომ როგორმე დაგვატოვებინონ ტერიტორია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დღეს ამით დამთავრდება ყველაფერი, ძალიან ცდება. თბილისზე ვერ იძალადებენ და ამას დავამტკიცებთ. 21-ში ამათ მიუჩენენ თავის ადგილს. პოლიცია ასრულებს უკანონო ბრძანებას. აქცია დამთავრებული არ არის, აქცია...
საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის თქმით, მსოფლიოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით, საქართველო 144 ქვეყანას შორის 114-ე ადგილზეა.  მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით,  ქვეყანაში სერიოზული გამოწვევებია. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. “კვოტირების მექანიზმის შემოღებასთან დაკავშირებით, ჩვენი რეკომენდაცია დღემდე არ არის გათვალისწინებული. შეიძლება ითქვას, რომ ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის მინიმალური და სამწუხაროდ თვითმმართველობის არჩევნების პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლება და პოლიტიკური სუბიექტები არ არიან მზად...
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, თბილისის საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეცდომას ოპოზიცია უშვებს, რადგან მათ მოკლევადიანი გათვლები აქვთ.  ჟურნალისტებთან საუბარში მდინარაძე "ნაციონალური მოძრაობის" აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოება ძალიან მალე პროექტს იხილავს, რომელიც დედაქალაქს უფრო მიმზიდველს გახდის და ოპოზიციას სალაპარაკო არაფერი აღარ ექნება. „შეგვიძლია, მხოლოდ ოპოზიციის შეცდომებზე ვილაპარაკოთ და მათ მოკლევადიან გათვლებზე", - დასძინა მდინარაძემ. წყარო: 1tv.ge
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომაა განსხვავება საარჩევნო სიებისა და სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ საყოველთაო აღწერის შედეგებს შორის.  როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, პირველი მიზეზი არის ის, რომ საქართველოს სამოქალაქო რეესტრის ბაზებში ირიცხებიან არა მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც ფიზიკურად ცხოვრობენ საქართველოში, არამედ ისინიც, ვინც მის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, არიან სრულწლოვნები და აქვთ საქართველოს მოქალაქეობა;  "მეორე...
ქუთაისში, გელათის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. აღნიშნულ ქუჩაზე საფრთხის ქვეშ რამდენიმე ოჯახია. მოსახლეობის თქმით, მათ პრობლემა მას შემდეგ შექმნათ, რაც გელათის ქუჩაზე მძიმეწონიანმა მანქანებმა გადაადგილება და ავტობანის მშენებლობისათვის კარიერიდან ქვის წაღება დაიწყეს. "ჩვენ მშენებლობის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ მშენებლობამ ჩვენ რატომ უნდა შეგვიწიროს? გზა ხომ დაზიანდა, სანიაღვრე სისტემა არ არსებობს და წყალი ჩვენს ეზოებში გადმოდის. სახლის კედელთან ჩამომივიდა მიწა...
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, კანდიდატებსა და მხარდამჭერებს, რომლებიც მოხსნილნი არიან რეგისტრაციიდან ან მისამართის გარეშე არიან რეგისტრირებულნი, რომ დარჩენილი რამდენიმე დღე გამოიყენონ საცხოვრებელ მისამართებზე რეგისტრაციისათვის, რათა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ამის შესახებ თეა წულუკიანმა დღეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მე-7 სხდომაზე გააკეთა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მიუხედავად 2017 წლის თებერვალში დაწყებული აქციისა, არაერთ ამომრჩეველს, მათ შორის, მერობის კანდიდატებსაც კი, რეგისტრაციის...
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2018 წელს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება ნახევარი მილიარდი ლარით იზრდება და 1 მილიარდ 830 მილიონი ლარი იქნება, მაშინ, როცა 2017 წელს ის 1,258,047.0 ლარი იყო. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის თანხა, 2017 წელთან შედარებით, 85 მილიონ 810 ათასი ლარით იზრდება და 262 მილიონი ლარით განისაზღვრება. აქედან: მთის კურორტებზე ინფრასტრუქტურის...
თბილისს შესაძლოა, რამდეიმე ახალი Bus Lane დაემატოს, - ამის შესახებ პირველ არხს დედაქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა. მისი თქმით,  დედაქალაქის მერიის დავალებით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ორი კვირის ვადაში სამუშაო გეგმას წარადგენს. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივნიდან დიდუბის ავტოსადგურამდე, წერეთლის გამზირიდან პეკინის ქუჩამდე, შესაძლებელია, Bus Lane მოეწყოს. “Bus Lane მოძრაობას განტვირთავს და მუნიციპალურ ტრანსპორტს გადაადგილების ყველაზე სწრაფ საშუალებად...
„პრობლემა რჩება ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, როდესაც ზოგიერთი ადამიანი ბედავს და ყურანზე აფიცებს ადამიანებს, რომ ამა თუ იმ პარტიას მისცემენ ხმას. ეს არის დასაგმობი. ასევე, ზოგიერთი ჩვენთვის პატივსაცემი აღმზრდელი და მასწავლებელი არღვევს კანონს და დროშები შეაქვთ კლასებში, ხოლო ზოგიერთ გამგებლის მოადგილეებს არ ესმით საკუთარი ფუნქციები", - განაცხადა დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ. მან, ასევე, მოუწოდა საჯარო მოხელეებს,  Facebook-ის პირადი...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მიმდინარე სამუშაოების ბოლო ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით,  სადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს რამდენიმე დღით ვერ მოემსახურება. მეტროს ახალი სადგურის - „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ პირველი ეტაპის სამუშაოები, რომელიც თავის მხრივ, ახალი და ძველი სისტემების სამონტაჟო-საინჟინრო პროცესების განხორციელებას გულისხმობდა წარმატებით დასრულდა, შესაბამისად, იწყება მოსამზადებელი სამუშაოები, იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური...
2017 წელს სოფელ საქობოსა და მაშნაარში განხორციელებული და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები. ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. 1. საქობოში ჭაბურღილისა და წყალსადენი ქსელის მოწყობა (ადგილობრივი ბიუჯეტი და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდი)-75 109 ლარი 2. საქობოსა და მაშნაარში საბავშვო ბაღებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია (ადგილობრივი ბიუჯეტი)-155 997 ლარი; 3. საქობოში ც.დადიანის ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის გზის საფარის დაგება (ადგილობრივი ბიუჯეტი)-25 000 ლარი (შესასრულებელი) 4. სოფლის ორ უბანში გზის სავალი...
“ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ყველა ცვლილების, რეფორმის და ნაბიჯის ცენტრი და მიზანი ადამიანია! - აღნიშნული განცხადებით ”ქართული ოცნების” ლიდერი, მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებულ გამარჯვებას ეხმაურება. “დღეს 1-ელი ოქტომბერია - გამარჯვების დღე! დღე, როცა ადამიანებმა გაიმარჯვეს ჩვენს ქვეყანაში! დღეს, მინდა კიდევ ერთხელ ხმამაღლა განვაცხადო, რომ ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქეების, რიგითი ადამიანების ბედნიერებაზე გადის სახელმწიფოს...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორსანტიას ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ენგურის მონაკვეთზე ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც მილიონ ლარამდე იხარჯება. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ნაპირსამაგრები ეწყობა მდინარე ენგურის ტყაიასა და კოკის მონაკვეთებზეც. ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობაზე ჯამში 2 754 848 ლარი იხარჯება. სამუშაოები საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ძლიერი წვიმის დროს, მდინარე ენგური დიდდება და მოსახლეობას საფრთხეს უქმნის, ამიტომაც ეს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ