ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

715

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორსანტიას ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ენგურის მონაკვეთზე ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც მილიონ ლარამდე იხარჯება. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ნაპირსამაგრები ეწყობა მდინარე ენგურის ტყაიასა და კოკის მონაკვეთებზეც.

ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობაზე ჯამში 2 754 848 ლარი იხარჯება.

სამუშაოები საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ძლიერი წვიმის დროს, მდინარე ენგური დიდდება და მოსახლეობას საფრთხეს უქმნის, ამიტომაც ეს პრობლემა გადაუდებელ მოგვარებას საჭიროებდა.