თბილისს შესაძლოა, რამდეიმე ახალი Bus Lane დაემატოს, – ამის შესახებ პირველ არხს დედაქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქის მერიის დავალებით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ორი კვირის ვადაში სამუშაო გეგმას წარადგენს.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივნიდან დიდუბის ავტოსადგურამდე, წერეთლის გამზირიდან პეკინის ქუჩამდე, შესაძლებელია, Bus Lane მოეწყოს.
“Bus Lane მოძრაობას განტვირთავს და მუნიციპალურ ტრანსპორტს გადაადგილების ყველაზე სწრაფ საშუალებად აქცევს. ჩვენმა სამსახურმა ჩაატარა კვლევა და გაირკვა რომ მელიქიშვილის ქუჩაზე ავტობუსისთვის ორმხრივი მოძრაობის დაშვება შესაძლებელია. Bus Lane რუსთაველიდან ვაკის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობას გაამარტივებს და დააჩქარებს. მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი გაცილებით კომფორტულია”, – განაცხადა მამუკა მუმლაძემ.
წყარო: 1tv.ge