"ჩვენ გვაქვს სისტემურ პრობლემასთან საქმე და „შენების მოძრაობის“ დამოკიდებულება გულისხმობს თემების სისტემურად მოგვარებას" - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, თენგიზ შერგელაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პანორამა თბილისისთვის პუშკინის სკვერის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის ერთ ლარად გადაცემას ეხებოდა.
მისი თქმით, ერთ ლარად ქონების გადაცემა პრაქტიკაში "ნაციონალურმა მოძრაობამ" დანერგა, რომელიც 2014 წელს თვითმმართველობის კოდექსით აიკრძალა. 2015 წელს...
პარტია ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ყაზბეგში ამომრჩეველს მერობის კანდიდატად, ვიქტორ სუჯაშვილი წარუდგინა.
შეხვედრაზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ყაზბეგის მოსახლეობას სასმელი წყლის, სანიაღვრე არხების და მიწების რეგისტრაციის პრობლემა აქვს. გიგი უგულავამ მხარდამჭერებს წინასაარჩევნო გეგმაც გააცნო, რომლის თანახმადაც, გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია-დანამატები და ეს თანხა პენსიის ზრდას მოხმარდება.
პარტიის წევრების თქმით, ყაზბეგში პენსია 50 ლარით გაიზრდება.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
წყარო:...
„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ვერტიკალური პარკირების სისტემის პრეზენტაცია გამართეს.
თბილისში პირველი ავტომანქანების ვერტიკალური პარკირების ზონა კომპანია „რევერსის“ მიერ დამზადდა. პროეტის მიხედვით, დედაქალაქისთვის ნოვაციური პროექტის განხორციელებით, მინიმალური ტერიტორიის გამოყენებით, შესაძლებელია რამდენიმე ათეული მანქანისთვის საკმარისი პარკირების ადგილის მოწყობა.
როგორც კახა კუკავამ განმარტა, სწორედ ამგვარი ტექნოლოგიების დანერგვით არის შესაძლებელი დედაქალაქში არსებული პარკირების...
ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ვიცით, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებობს პრობლემები, მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, სიცოცხლით სავსე ქალაქისთვის სწორი ეკონომიკური ხედვა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ქართული ოცნება...
"ერთობა - ახალი საქართველო" უახლოეს პერიოდში, პარლამენტში საკანონდებლო ინიციატივას წარადგენს. თბილისის მერობის კანდიდატმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენა.
"ჩვენ მოვითხოვთ, რომ შემუშავდეს საკანომდებლო ინიციატივა და ამას ჩვენ გავუგზავნით პარლამენტს. აიკრძალოს სიმბოლურ ფასად ერთ ლარად ქონების გადაცემა გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებებით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. ყველა მსგავსი პროექტი გატანილი უნდა იყოს ბლოეკჩეინ აუქციონზე, რომელიც უზრუნველყოფს გამჭირვალეობასა და ობიექტურობას ყველა დაინტერესებული პირისთვის....
მაინტერესებს, ალეკო ელისაშვილთან რატომ უნდა დავჯდე დებატებში?! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს, რომელმაც ის დებატებში გამოიწვია.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დაჯდეს სადებატოდ ალეკო ელისაშვილთან და არა კახა კუკავასთან ან გუგავასთან.
„მერობის 7 ოპოზიციური კანდიდატია, რომლებიც ჩართულები არიან საარჩევნო პროცესში და რატომ უნდა დავჯდე...
გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,Analitical center for interethnic cooperation and consultations"-ის წარმომადგენლის საჩივარი იხილება.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა აცნობეს.
სადამკვირვებლო მისიის “ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის” აღმასრულებელმა დირექტორის გიორგი მარჯანიშვილმა საჩივარი 28 სექტემბერს შეიტანა, შემდეგ კი, 30 სექტემბერს დააზუსტა.
მისი განცხადებით, ,,კეთილმოწყობის სამსახურმა" უზრუნნველყო მოქმედი გამგებლის და, ამავე დროს, მერის კანდიდატის დავით...
ქედის მერობის კანდიდატი „პატრიოტთა ალიანსიდან“ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე როსტომ შერვაშიძეა. იგი მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, ბელარუსში ბიზნესაქმიანობას ეწეოდა, „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს კი ხელვაჩაურის გამგებლის მოადგილის თანამდებობა ეკავა. „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატი ქედაში „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს.
ბატონო როსტომ, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი იყავით, ქედის მერობისთვის კი „პატრიოტთა ალიანსის“ სახელით იბრძოლებთ, რატომ შეცვალეთ პოლიტიკური არჩევანი? რატომ გაემიჯნეთ „ქართულ ოცნებას“...
ალექსანდრე ელისაშვილი, ელენე ხოშტარია, კახა კალაძე, თენგიზ შერგელაშვილი, გიორგი ვაშაძე, კახა კუკავა და ირმა ინაშვილი თბილისის მერობის ის კანდიდატები არიან, რომლებმაც არასამთავრობო ორგანიზაციების შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადეს და „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) დეკლარაციას ხელი მოაწერეს.
ღია მმართველობის სფეროში მოქმედმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და ფონდმა - „ღია საზოგადოება - საქართველო“...
"შენების მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი აცხადებს, რომ მერობის შემთხვევაში სპორტის სასახლის უკან არსებულ კერძო სახლებს ე.წ. ბარაკებს გამოისყიდიან და მათ ადგილას პარკს გააშენებენ.
მისი განცხადებით, თბილისში 2-დან 4 კვადრატულ კილომეტრამდე ფართის 10 ახალი პარკი გაკეთდება. ასევე გეგმაში აქვს სკვერების აშენება და ამავე დროს სურს ინოვაციური მეთოდების გამოყენებაც, რაც ქალაქში გამწვანებას შეუწყობს ხელს.
"რაც შეეხება უშუალოდ გამწვანებას, ეს უშუალოდ გეგმაშიც...
“ბათუმში ბოტანიკური ბაღის პლაჟი ბათუმის საკრებულომ აჭარის მთავრობას უკანონოდ გადასცა, ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანიისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად" - აღნიშნული განცხადება ბათუმში დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა.
მირდატ ქამადაძის თქმით საქმეზე საჩივარი მათი მიმართვის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინ შევიდა, დღეს კი იუსტიციის სამინისტროს არ ჰქონდა უფლება ტერიტორია დაჩქარებული წესით მფლობელობაში აჭარის მთავრობისთვის გადაეცა. ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს აჭარის მთავრობამ სასამართლოს გადაწყვეტილების მიეღებამდე...
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატს კახა კალაძეს დებატებში იწვევს.
როგორც ალეკო ელისაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის მზად არის ნებისმიერ არხზე სახელისუფლებო გუნდის კანდიდატთან დებატებზე, რათა მოსახლეობას აჩვენოს, რომ მას აქვს ქალაქის განვითარების რეალური გეგმა.
”ხშირად ჟურნალისტები მთხოვდნენ კალაძესთან მე მიმეღო დებატებში მონაწილეობა, თუმცა არც ერთხელ არ შედგა დებატები.
ახლა მივმართავ მიკიბ-მოკიბვის გარეშე ჩემ კონკურენტს - კახა კალაძეს,...
ტელეკომპანია რუსთავი2-ის გადაცემა "არჩევანის" სტუდია გუშინ პროტესტის ნიშნად ,,პატრიოტთა ალიანსმა", ,,დემოკრატიულმა მოძრაობამ" და ,,ლეიბორისტულმა პარტიამ" დატოვეს, რასაც გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ და რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ უპატივცემულობა უწოდეს და "რუსთავი 2"-ის სახელით განცხადება გააკეთეს.
გიორგი გაბუნიას თქმით, "რუსთავი 2"-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარტიები, რომლებმაც სტუდია დატოვეს, არხის მიერ წინასაარჩევნოდ გამართულ დებატებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.
"მინდა გავაკეთო განცხადება "რუსთავი 2"-ის სახელით,...
რა სარგებლობა მოაქვს ფოთისთვის "საწესჩვეულებო მომსახურების კომბინატს", ან "ალპურ კლუბს", "აბრეშუმის კოშკსა" თუ "სპორტულ ეზოს" თბილისისთვის, ანდა "შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრს" ბათუმისთვის, ამაზე პასუხს ვერავინ გაგცემთ, ვინაიდან მათი საქმიანობის ფორმები გაუმჭვირვალე, მიზანი კი ბუნდოვანია. ამის მიუხედავად, ეს და კიდევ ათობით მსგავსი მუნიციპალური საწარმო წლების განმავლობაში თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტებიდან ფინანსდება.
მხოლოდ 12 თვითმმართველ ქალაქში, 2013-2016 წლების მდგომარეობით,...
,,ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ დუშეთის მოსახლეობას მერობის კანდიდატი გელა დაიაური წარუდგინა.
შეხვედრაზე ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. დუშეთს სასმელი წყლის, შიდა გზებისა და გაზიფიკაციის პრობლემა აქვს. გიგი უგულავამ ამომრჩეველს წინასაარჩევნო გეგმაც გააცნო. ევროპული საქართველოს ლიდერის განმარტებით, ბიუროკრატიული ხარჯები გაუქმდება და თანხა პენსიის ზრდას მოხმარდება. მისი თქმით, დუშეთში პენსია 20 ლარით გაიზრდება.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
წყარო: იმედინიუსი
წერეთლის გამზირის N63-ში მდებარე სპორტული მოედნის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. ღონისძიებას დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი და ვეტერანი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი და წერეთლის გამზირის მცხოვრებლები ესწრებოდნენ.
ირმა ზავრადაშვილმა, მაჟორიტარ დეპუტატთან და მოსახლეობასთან ერთად, მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო და მემორანდუმს ხელი მოაწერა.
საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა კომბინირებული ხელოვნური საფარი, ტერიტორია მავთულბადით შემოიღობება, დამონტაჟდება გარე განათების ბოძები, კალათბურთის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































