გორის ,,კეთილმოწყობის სამსახურს” საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის გამო საოლქო კომისიაში უჩივლეს

722

გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,Analitical center for interethnic cooperation and consultations”-ის წარმომადგენლის საჩივარი იხილება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა აცნობეს.

სადამკვირვებლო მისიის “ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის” აღმასრულებელმა დირექტორის გიორგი მარჯანიშვილმა საჩივარი 28 სექტემბერს შეიტანა, შემდეგ კი, 30 სექტემბერს დააზუსტა.

მისი განცხადებით, ,,კეთილმოწყობის სამსახურმა” უზრუნნველყო მოქმედი გამგებლის და, ამავე დროს, მერის კანდიდატის დავით ონიაშვილის ბანერის განათება სახელმწიფო რესურსების ხარჯზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია, ამ სამსახურის უფროსის გიორგი ხიდაშელის დაჯარიმებას ითხოვს. საოლქო კომისიაში მხარეებისგან დამატებით მასალებს ელოდებიან.

წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი