ევროპულმა საქართველომ ყაზბეგში მერობის კანდიდატი წარადგინა

672

პარტია ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ყაზბეგში ამომრჩეველს მერობის კანდიდატად, ვიქტორ სუჯაშვილი წარუდგინა.

შეხვედრაზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ყაზბეგის მოსახლეობას სასმელი წყლის, სანიაღვრე არხების და მიწების რეგისტრაციის პრობლემა აქვს. გიგი უგულავამ მხარდამჭერებს წინასაარჩევნო გეგმაც გააცნო, რომლის თანახმადაც, გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია-დანამატები და ეს თანხა პენსიის ზრდას მოხმარდება.

პარტიის წევრების თქმით, ყაზბეგში პენსია 50 ლარით გაიზრდება.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

წყარო: იმედინიუსი