წერეთლის გამზირის N63-ში სპორტული მოედანი გაკეთდება

780

წერეთლის გამზირის N63-ში მდებარე სპორტული მოედნის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. ღონისძიებას დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი და ვეტერანი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი და წერეთლის გამზირის მცხოვრებლები ესწრებოდნენ.

ირმა ზავრადაშვილმა, მაჟორიტარ დეპუტატთან და მოსახლეობასთან ერთად, მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო და მემორანდუმს ხელი მოაწერა.

საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა კომბინირებული ხელოვნური საფარი, ტერიტორია მავთულბადით შემოიღობება, დამონტაჟდება გარე განათების ბოძები, კალათბურთის ფარი და ფეხბურთის კარი.

სპორტული მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოები 2018 წლის იანვარში დაიწყება.