ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს დებატებში იწვევს

738

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატს კახა კალაძეს დებატებში იწვევს.

როგორც ალეკო ელისაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის მზად არის ნებისმიერ არხზე სახელისუფლებო გუნდის კანდიდატთან დებატებზე, რათა მოსახლეობას აჩვენოს, რომ მას აქვს ქალაქის განვითარების რეალური გეგმა.

”ხშირად ჟურნალისტები მთხოვდნენ კალაძესთან მე მიმეღო დებატებში მონაწილეობა, თუმცა არც ერთხელ არ შედგა დებატები.
ახლა მივმართავ მიკიბ-მოკიბვის გარეშე ჩემ კონკურენტს – კახა კალაძეს, ნებისმიერ დროს ნებისმიერ არხზე, ნებისმიერ ფორმატში, მზად ვარ მასთან დებატებზე. მიმაჩნია, რომ თბილისის მოსახლეობა იმსახურებს, რომ კანდიდატები მუშტიკრივზე კი არა ესაუბრებოდნენ, არამედ იმაზე, თუ რას უპირებს ქალაქს, როგორ უნდა უშველონ საცობებს, მოშხამულ ჰაერს და გამწვანებას”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი