რა სარგებლობა მოაქვს ფოთისთვის “საწესჩვეულებო მომსახურების კომბინატს”, ან “ალპურ კლუბს”, “აბრეშუმის კოშკსა” თუ “სპორტულ ეზოს” თბილისისთვის, ანდა “შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრს” ბათუმისთვის, ამაზე პასუხს ვერავინ გაგცემთ, ვინაიდან მათი საქმიანობის ფორმები გაუმჭვირვალე, მიზანი კი ბუნდოვანია. ამის მიუხედავად, ეს და კიდევ ათობით მსგავსი მუნიციპალური საწარმო წლების განმავლობაში თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტებიდან ფინანსდება.
მხოლოდ 12 თვითმმართველ ქალაქში, 2013-2016 წლების მდგომარეობით, 94 საწარმო ფუნქციონირებდა და მათ ამავე წლებში 600 მილიონ ლარზე მეტი თანხა და ამდენივე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება საკუთრებაში, ან დროებით სარგებლობაში გადაეცა. თუმცა რაში, როგორ დაიხარჯა და განიკარგა სახელწიფოსა თუ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონება, ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არსებობს. კვლევა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჩაატარა და 12 თვითმმართველი ქალაქი შეისწავლა.
რატომ აფუძნებენ ზუგდიდის, ფოთის, ბათუმის, ოზურგეთის, ქუთაისის, ამბროლაურის, ახალციხის, გორის, თბილისის, მცხეთის, რუსთავისა და თელავის თვითმმართველობები შპს-ებს, საიამ ამ კითხვაზე პასუხი ვერ მოიპოვა, რადგან თვითმმართველობებში შესაბამისი დოკუმენტაცია არ არსებობს.
არ არსებობს რაიმე დოკუმენტი, რომელიც მათი დაფუძნების საჭიროებებს განსაზღვრავს. გაუგებარია, როგორ იხარჯებოდა ის თანხები, რომლებიც მათ გადაეცემოდათ. გამჭვირვალობის ხარისხი ძალიან დაბალია, შესაბამისად, ჩვენ არ ვიცით, რაში იხარჯებოდა ეს თანხები.
“არ არსებობს რაიმე დოკუმენტი, რომელიც მათი დაფუძნების საჭიროებებს განსაზღვრავს. გაუგებარია, როგორ იხარჯებოდა ის თანხები, რომლებიც მათ გადაეცემოდათ. გამჭვირვალობის ხარისხი ძალიან დაბალია, შესაბამისად, ჩვენ არ ვიცით, რაში იხარჯებოდა ეს თანხები. სახელმწიფო ქონების ერთიანი ეროვნული სააგენტო თავის საიტზე აქვეყნებს სახელმწიფო საწარმოების რაოდენობას, თვითმმართველი ერთეულის საწარმოების შესახებ კი საზოგადოებისთვის საერთოდ არ იყო ცნობილი. ამიტომ, ჩვენი კვლევის მიზანს თვითმმართველობის შესწალა წარმოადგენდა. კვლევამ აჩვენა, რომ ამ საწარმოებში გამჭვირვალობის ხარისხი ძალიან დაბალია. მაგალითად, ჩვენ ვიკითხეთ, რამდენ საწარმოში დაინიშნა დირექტორი კონკურსის წესით. აღმოჩნდა, რომ არც ერთ საწარმოში ასეთი რამ არ მომხდარა. კანონით არც ევალებოდათ. თუმცა, ეს გარკვეულწილად განსაზღვრავდა ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხს”, – აცხადებს კვლევის ავტორი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან, სალომე საღარაძე.
თვითმმართველობების კუთვნილ 94 საწარმოში 13 586 პირი მუშაობს, თუმცა, კადრების შერჩევის სისტემური კრიტერიუმები არ არსებობს.
თელავის გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ მისი უწყების მიერ შექმნილი შპს “საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ბიუროს” დირექტორი თავად დანიშნა, კონკურსის წესის გარეშე, რის შესაძლებლობასაც კანონმდებლობა აძლევს.
“ეს საწარმო მომგებიანი არ არის, თვითონ იღებს ტენდერებში მონაწილეობას, ძირითადად, ჩვენს გამოცხადებულ ტენდერებში. თუ იმარჯვებს, აკეთებს საქმეს. არის შემთხვევები, რომ სხვა იმარჯვებს. ძირითადად, ნაგვის გატანას, გარეგანათებას და წყლებს ემსახურება. რაც შეეხება დირექტორს, კონკურსი არ ყოფილა, მე დავნიშნე”,- აცხადებს ალექსანდრე შათირიშვილი.
ის, რომ კონკურსის წესით არც ერთი დირექტორი არ დანიშნულა, ერთადერთი პრობლემა არ არის. თვითმმართველობების მიერ დაფუძნებულ საწარმოებში ვერ აღმოაჩინეს კორუფციის პრევენციისა და მათი დაფუძნების აუცილებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
მუნიციპალური საწარმოების კერძო ბიზნესთან კონკურენციაში შესვლაში კორუფციულ რისკებს ხედავს ექსპერტი ირაკლი მელაშვილიც.
როდესაც მუნიციპალური და კერძო შპს-ები ერთსა და იმავე სამუშაოს ასრულებენ, მუნიციპალურ კომპანიებს ყოველთვის უპირატესობა აქვთ ტენდერებში. გარდა ამისა, არის მაღალი საფრთხე კორუფციული გარიგებების. ანუ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფული გადადის ისევ მუნიციპალური ორგანიზაციის ანგარიშებზე და იქ ვისი და როგორი ინტერესებია ჩართული, ამის გაკონტროლება არის ძალიან ძნელი.
“პირველ რიგში, ეს უშლის ხელს ჯანსაღ კონკურენციას. როდესაც მუნიციპალური და კერძო შპს-ები ერთსა და იმავე სამუშაოს ასრულებენ, მუნიციპალურ კომპანიებს ყოველთვის უპირატესობა აქვთ ტენდერებში. გარდა ამისა, არის მაღალი საფრთხე კორუფციული გარიგებების. ანუ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფული გადადის ისევ მუნიციპალური ორგანიზაციის ანგარიშებზე და იქ ვისი და როგორი ინტერესებია ჩართული, ამის გაკონტროლება არის ძალიან ძნელი. სჯობს, თვითმმართველობებმა იმას მიხედონ, რაც მინიციპალიტეტების საქმეა. ეს არის შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა, რომელიც ძალიან მოიკოჭლებს. მუნიციპალური კომპანიების მიერ ინფრასრუქტურული პროექტების შესრულება კიდევ ერთ პრობლემას უკავშირდება. ეს არის ზედამხედველობის საკითხი. იქიდან გამომდინარე, რომ ერთი და იგივე უწყების წარმომადგენლები არიან – დამკვეთები, დამფინანსებლები და შემმოწმებლები. ამ სიტუაციაში ძალიან ხშირად მოქმედებს სისტემა “ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს”, – აცხადებს ირაკლი მელაშვილი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მუნიციპალური საწარმოების პოლიტიკის ერთიანი დოკუმენტის შექნას ითხოვს, რომლითაც მათი დაფუძნების აუცილებლობა განისაზღვრება და საქმიანობის გამჭვირვალობა იქნება გარანტირებული.