სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციები გამოვთქვამთ შეშფოთებას წინასაარჩევნო პერიოდში ჰომოფობიური და ქსენოფობიური გამოხატვის შემთხვევების მატებასთან და პოლიტიკური გაერთიანებების მიერ საკუთარ საარჩევნო სიაში ისეთი კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით, რომლებიც გამოირჩევიან არაშემწყნარებლური რიტორიკით. მმართველმა პარტიამ თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის დეპუტატობის კანდიდატებად დაასახელა მიხეილ მესხი და ბექა სივსივაძე. მიხეილ მესხი 2010 წელს 7 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსტიტთან გამართულ აქციაზე აქტიურად იყენებდა სიძულვილის ენას, სკანდირებდა და ღიად...
ე.წ. ბაღების სკანდალთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბრობენ. მესამე სექტორი პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას, ცესკო-სგან კი რეაგირებას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ სახეზეა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების ფაქტები. „აქ არის საუბარი სისხლის სამართლის დანაშაულზე და შესაბამისად  პროკურატურამ ეს საქმე უნდა გამოიძიოს და გარდა ამისა აქ არის საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე საუბარი“,-განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა...
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ ცინცაძე პატარა დიღმის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ზურგოვანასა და ტურბაზა ,,დიღომის" მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. მოსახლეობა ამ უბნებზე გზების რეაბილიტაციას, წყლის სისტემის მოწესრიგებას, ტრანსპორტის დამატებას, სახურავების შეკეთებას, საბავშვო სკვერების მოწყობასა და ხეების სხვლა-ფორმირებას ითხოვს. მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მაჟორიტარად არჩევის შემთხვევაში, აღნიშნული საკითხების...
ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის უკვე მეორე გამოწვევას, დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. “ჩვენ დებატებში ვმონაწილეობთ, ამის პრობლემა “ქართულ ოცნებას” არ გააჩნია, ამის პრობლემა კახა კალაძეს არ გააჩნია. ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი - ჩემი მთავარი კონკურენტია...
"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის გამო მარნეულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის მორიგი შემთხვევა სოფელ სადახლოში მოხდა, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატების წარდგენას ადგილობრივი მეორე სკოლის და მიმდებარე სოფლების სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ. სადახლოში გამართულ შეხვედრას მოსწავლეებთან ერთად მათი მასწავლებლები და სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ. „დავინტერესდი სად წავიდნენ ჩემი მოსწავლეები გაკვეთილების დროს და გადავწყვიტე, რომ თვითონ წავსულიყავი. როდესაც მივედი მაშინვე მივხვდი,...
უახლოეს დღეებში „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ საჯარო ადგილებში ჩადრის და ფარანჯის ტარების აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით საქართველოს პარლამენტს მიმართავს, - ამის შესახებ ნათქვამია პარტიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს „დემოკრატიული მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე აწერენ. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერები არასამთავრობო ორგანიზაციების იმ განცხადებას ეხმაურებიან, რომლითაც ბლოკ „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი...
საარჩევნო ბლოკმა „დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო“ ქუთაისში იმერეთის რეგიონის კანდიდატები წარადგინა. 1. გოგი წულაია - ქუთაისის მერად; 2. გია ყრუაშვილი - ხარაგაულის მერად; 3. გია თუთბერიძე - ზესტაფონის მერად; 4. ოთარ ჯანელიძე - წყალტუბოს მერად; 5. თეიმურაზ გუმბერიძე - ბაღდადის საკრებულოს თავმჯდომარედ; 6. რევაზ მაჭარაშვილი - თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარედ; 7. ვლადიმერ ქანთარია - სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარედ; 8. თენგიზ ჭიქაბერიძე -  ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარედ; 9. ელიზბარ ბიწაძე - ჭიათურის საკრებულოს...
https://www.youtube.com/watch?v=LxkIhLRbACY თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირების შემდეგ, მუნიციპალიტეტებმა თანამშრომელთა შერჩევა დაიწყეს. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტი რიცხვი, რამდენ ადამიანს მოუწევს სამსახურის დატოვება და რა ნიშნით შეირჩევიან ახალი თანამშრომლები. კონკურსი იმ მუნიციპალიტეტში ტარდება, რომლებიც თვითმმართველის სტატუსჩამორთმეულ ქალაქებთან გააერთიანეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამსახურების გაერთიანება ხდება, რაც კადრების შემცირებას გამოიწვევს. დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ, რამდენი მოხელე დარჩება სამსახურის გარეშე, თუმცა ამბობენ, რომ გარკვეული შემცირებები მოსალოდნელია. გარდაუვალ...
სამგორის რაიონში, სოფელ წინუბანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე. ბაღში ათი ჯგუფია. წინუბანში 1999-ი წლის შემდეგ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება არ ფუნქციონირებდა. ახალი ბაღის შენობა თბილისის მერმა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან და სამგორის რაიონის გამგებელთან ერთად დაათვალიერა. წყარო: იმედინიუსი
N2. საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო” 1. გელა სარაშვილი 2. თენგიზ ქომოშვილი 3. ზურაბ შაინიძე 4. სიმონ პარუნაშვილი 5. დათა დათაშვილი 6. რუსუდანი აფრიამაშვილი 7. ვეფხვია ბაქრაძე 8. მურმან წითაშვილი 9. ნათელა პარუნაშვილი 10. იამზე შაინიძე N3. საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო” 1. ელზა კეკენაძე 2. ჯემალ ვანაძე 3. მარლენ ქაფიანიძე 4. ოლეგ მაჭარაშვილი 5. თამაზ ხოზრევანიძე 6. ტარიელ გორგოძე 7. მურადი ზურგალიძე 8. მალხაზ ბოჩიკაშვილი 9. გვანცა ჯანელიძე 10. ია რეხვიაშვილი N5. საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 1....
საარჩევნო ბლოკმა "დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო" ხარაგაულის რაიონში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ "დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს, ხარაგაულის მერად წარდგენილია გია ყრუაშვილი; რატი იჩქიტიძე - ორეშის მაჟორიტარად; გიორგი სარალიძე - ვარძიის მაჟორიტარად; კახაბერ ყრუაშვილი - საღანძილის მაჟორიტარად; ვახტანგ ლაცაბიძე - მოლითის მაჟორიტარად; ვლადიმერ ბარბაქაძე - ბორითის მაჟორიტარად; მალხაზ ტალახაძე - წიფის მაჟორიტარად; ირაკლი იჩქიტიძე – ვახანის მაჟორიტარად; თამაზ...
"შეწყდეს თვითმმართველი ქალაქის დაკნინება"- ამ შინაარსის პლაკატით სამოქალაქო აქტივისტი არჩილ მჭედლიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში საჯარო მოხელეებთან გასაუბრების პროცესს აპროტესტებდა. უკვე მეორე დღეა, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, ყოფილ თვითმმართველ ქალაქებსა და თემებში საჯარო მოხელეებთან გასაუბრება მიმდინარეობს. შვიდკაციან კომისიას თელავის შემოსავლების სამსახურის უფროსი, კახა ყიფიანი ხელმძღვანელობს. მჭედლიშვილი მთავრობის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ თელავის შემოსავლების სამსახურის უფროსს, კახა ყიფიანს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებთან შეხების...
პარლამენტმა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობა დაიწყო, რომლის მიხედვითაც სავალდებულო გახდება პარტიების პროპორციულ სიებში ქალთა გარკვეული რაოდენობის არსებობა. საკანონმდებლო პროექტი, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წარმოადგინა, სიებში ქალებისა და კაცების თანაბარ რაოდენობას გულისხმობს, რაც ამ ეტაპზე დავის საგანია. მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქალთა კვოტირების წინადადება მისაღებია, თუმცა პირველ ეტაპზე უნდა განისაზღვროს ოპტიმალური რაოდენობა. ქალთა კვოტირების იდეას „ნაციონალური მოძრაობაც“ უჭერს მხარს. წარმოდგენილი პროექტი...
საარჩევნო ბლოკმა"გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო”მარნეულის მერობის კანდიდატი წარადგინა. იმდათ შარიფოვი ამომრჩევლებს პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პირადა წარუდგინა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში საარჩევნო ბლოკმა "გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველომ"გაავრცელა. გიორგი ვაშაძე მხარდამჭერებს მარნეულის ცენტრში მდებარე სკვერში შეხვდა და მათ წინასაარჩევნო პროგრამაც გააცნო. საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. წყარო: იმედინიუსი
მმართველი პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ დადიანების სასახლის ეზოში ამომრჩევლებს "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარუდგინა: 1.მამუკა წოწერია - სიის პირველი ნომერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი 2. თამუნა ჯიქია - ჟურნალისტი 3. ბესიკ ჭეჟია - სამართალმცოდნე და ეკონომისტი 4. კონსტანტინე კაკავა - საკრებულოს აპარატის თანამშრომელი, პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი 5. ოთარ ქადარია - გამგეობის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი, პროფესიით ბიზნესის მართვის...
„ლეიბორისტული პარტია“ და საარჩევნო ბლოკი “დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო,” მათი წევრების მიერ ორშაბათს „არჩევანის“ სტუდიის დატოვებას ეხმაურებიან. შალვა ნათელაშვილის შეფასებით, ეს იყო მხოლოდ ადგილზე ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება, რასაც პარტიის სტრატეგიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. პარტია იმედოვნებს, რომ ეს გაუგებრობა არ მოახდენს გავლენას სამომავლო ურთიერთობებზეა. საარჩევნო ბლოკი “დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს” განცხადებაში ასევე წერია, რომ ეს იყო კონკრეტული რესპოდენტების მიერ ადგილზე მიღებული ემოციური...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ