პარლამენტმა ქალთა კვოტირების საკითხზე მსჯელობა დაიწყო

946

პარლამენტმა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობა დაიწყო, რომლის მიხედვითაც სავალდებულო გახდება პარტიების პროპორციულ სიებში ქალთა გარკვეული რაოდენობის არსებობა. საკანონმდებლო პროექტი, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წარმოადგინა, სიებში ქალებისა და კაცების თანაბარ რაოდენობას გულისხმობს, რაც ამ ეტაპზე დავის საგანია.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქალთა კვოტირების წინადადება მისაღებია, თუმცა პირველ ეტაპზე უნდა განისაზღვროს ოპტიმალური რაოდენობა.

ქალთა კვოტირების იდეას „ნაციონალური მოძრაობაც“ უჭერს მხარს. წარმოდგენილი პროექტი ასევე ითვალისწინებს რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, თუკი რომელიმე არჩეულ პირს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება, იგი აუცილებლად, იმავე სქესის პირმა უნდა ჩაანაცვლოს. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, თუკი პარტიები ცესკოს კვოტირებულ სიას არ წარუდგენენ, რეგისტაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნებათ.

ინიციატივა 30 000 ამომრჩეველს ეკუთვნის, ავტორი კი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფია.

წყარო: იმედინიუსი