არჩევნები ახლოვდება და ძალიან მნიშვნელოვანია მერობის კანდიდატებს შორის გაიმართოს სრულფასოვანი დებატები, – ამის შესახებ მოძრაობა "ახალი საქართველოს " ლიდერმა და მერობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ცდილობს თავი აარიდოს ფართო დებატებს იმ თემებთან დაკავშირებით, რაც მოსახლეობას ძალიან აწუხებს.
როგორც ვაშაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თითოეული ფორმატი, რომელიც სხვადასხვა არხებზე არის დაგეგმილი, ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია, რომ მერობის ყველა...
თელავში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებარე შენობა ჩამოინგრა. შემთხვევის ადგილზე იმყოფება თელავის ვიცე მერი. თენგიზ მთვარელიშვილის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა მშენებლობაზე დასაქმებული ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
"შენობა კერძო ინვესტიციით შენდება. ეს არის მრავალფუნქციური კომერციული ობიექტი. ზუსტად ვერ გეტყვით, რატომ ჩამოინგრა ეს შენობა. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის", - განუცხადა knews.ge-ს თენგიზ მთვარელიშვილმა. „კახეთის ხმის“ ინფორმაციით, შენობის...
„უკიდურესად გაჭირვებული, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე საცხოვრებელი სახლების შეძენის პროგრამის“ საკითხთა კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას, სადაც სულ 41 მოქალაქის განცხადება განიხილეს, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე ესწრებოდა.
კომისიის წევრებმა ადგილზე მისვლით შეისწავლეს აღნიშნული ოჯახების მდგომარეობა, რაზეც წყალსაყრის, შუბნის, ოლადაურის, ბარათაულის, დღვანის, უჩამბის, შუახევის და ჭვანის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეირჩა ოჯახები, რომლებიც ისარგებლებენ აღნიშნული პროგრამით, ხოლო ზამლეთის ადმინისტრაციულ ერთეულში...
დეზინფორმაციის კამპანიები სოციალურ ქსელებში, კანდიდატებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტები, ინტერესთა კონფლიქტი საარჩევნო ადმინისტრაციებში, ეს ის პრობლემებია, რაც ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ - „სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგისას გამოავლინა. როგორია წინასაარჩევვნო გარემო ქვეყანაში, რა გეგმები აქვს ორგანიზაციას არჩევნების დღეს და რას ელის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისგან, ამასთან დაკავშირებით droa.ge „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელ დირექტორს, მიხეილ...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” თბილისის მერიის სისტემაში 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პრაქტიკა შეისწავლა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური საკითხი, მათ შორის ტენდერებში დაბალი კონკურენცია, გამარტივებული გზით ხელშეკრულებების გაფორმება გამოუცდელ და ახალ დაფუძნებულ კომპანიებთან, ასევე, კონკრეტული შესყიდვები, რომლებიც კორუფციის შედარებით მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული.
კვლევის ფარგლებში გამოვლენილი პრობლემური საკითხები:
ტენდერების გზით განხორციელებული შესყიდვები (2014-2017 წწ.):
თბილისის მერიამ და მის...
თელავის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჩართულობა ადგილობრივი თვითთმმართველობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაბალია, მოქალაქეები საკრებულოს სხდომებს ფაქტობრივად არ ესწრებიან. ამის მიზეზი არაინფორმირებულობა და ის ნიჰილიზმია, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩაურთველობა იწვევს.
მოქალაქეები საკრებულოს სხდომების გამართვის თარიღისა და საკითხების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, რაც მათი ინდეფერენტულობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ მათ აზრს არავინს გაითვალისწინებს და ჩართვის საჭიროებასაც ვერ ხედავენ.
როგორც knews.ge-ის ქუჩის გამოკითხვით გაირკვა, სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობას...
გურჯაანში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი წარადგინეს. შეხვედრაზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა პარტიის გეგებზე ისაუბრა და მოსახლეობას კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისივე განცხადებით, ხანდამაშვილი ღირსეული მერი იქნება გურჯაანელებისთვის.
გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა კი, ადგილობრივებს მადლობა გადაუხადა ნდობისა და მხარდაჭერისთვის. მან განვლილი ერთი წლის მუშაობა შეაჯამა და გურჯაანელებს 21 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
დღევანდელ შეხვედრაზე ამომრჩეველს საკრებულოს მაჟორიტარი...
სოფელ მარაბდაში ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაწყებულია. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზებზე მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, მხარის გუბერნატორთან გრიგოლ ნემსაძესთან ერთად გაეცნო.
ამ ეტაპზე მარაბდა-ქოთიშის 5 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი იგება, ასევე პარალელურად კეთდება სანიაღვრე არხები. აღნიშნულ გზის მონაკვეთს ათეული წლებია რეაბილიტაცია არ ჩატარებია, რის გამოც ადგილობრივებს გადაადგილებისას პრობლემები ექმნებოდათ.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის...
აბაშის მუნიციპალიტეტში კულტურის სახლის ფასადი გარემონტდა და მის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები ჩაუტარდა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 23 265 ლარით დაფინანსდა. სამუშოები ელ-ტენდერში გამარჯვებულმა შპს „დგგ-მა“ განახორციელა.
ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
ახალციხის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში დაწყებულ და აღარ გაგრძელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბარი, ცხარე კამათში გადაიზარდა. დავა ახალციხის ციხის მშებელობის თანხებმა გამოიწვია.
ახალციხის მერობის კანდიდატებს შორის დებატები 6 ოქტომბერს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის საარჩევნო მედიაცენტრში გაიმართა. დებატებს ოთხი კანდიდატი ესწრებოდა: N2 ვაჟა ჩიტაშვილი – საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა – ევროპული საქართველო“; N5 ირაკლი ბარძიმაძე – საარჩევნო ბლოკი...
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 12 დღით ადრე, "ახალმა ქრისტიან - დემოკრატებმა" ქუთაისში კანდიდატურები მოხსნეს. პარტიის მერობის კანდიდატის გოგიტა გოგელაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიების ძალთა დაქსაქსვა ისევ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და კარგი იქნება ძალთა კონსოლიდირება.
"დღეს „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ ქუთაისის მთლიანმა შემადგენლობამ მოვხსენით კანდიდატურები როგორც მერობის კანდიდატობიდან, ასევე პროპორციული სიიდან და მაჟორიტარობიდან. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა მხარი...
ბათუმის მერიას 2017 წელს ქალაქში 10 ელექტრო და 25 დიზელზე მომუშავე, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები უნდა შეესყიდა, ამისთვის ცენტრალური ბიუჯეტის 2017 გეგმაში 10 მილიონი ლარია განსაზღვრული, თუმცა ამ დრომდე ავტობუსების შესყიდვაზე მერიას ტენდერიც არ გამოუცხადებია.
ბათუმის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი არჩილ ვანაძე ამბობს, რომ დრო გრანტის აღების გამო გაიწელა. "საქართველოს მთავრობის ინიციატივა იყო, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტს არა მარტო სესხი აეღო ქალაქში ახალი ავტობუსების შესაძენად, არამედ მერიას ნაწილობრივ თანხები გრანტის სახით მოეძია. ამან...
ასპინძის „ქართული ოცნების“ შტაბში, 7 ოქტომბერს, საჯარო მოხელეები და თვითმმართველობის სხვა თანამშრომლები შეკრიბეს. შეხვედრას „ქართულმა ოცნებამ“ რიგითი, სამუშაო შეხვედრა უწოდა, თუმცა, დამსწრეთა ნაწილი ამბობს, რომ მათზე ზეწოლა იყო და ისინი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობაზე გააფრთხილეს.
ასპინძის „ქართული ოცნების“ რაიონულ ორგანიზაციასთან, ხალხმა შეკრება 7 ოქტომბერს დილის 11:00 საათიდან დაიწყო. შეკრებილები ამბობდნენ, რომ პარტიის მხარდამჭერები იყვნენ და პარტიულ შეკრებაზე მოვიდნენ.
იგივე გვითხრა „ქართული...
სამცხე–ჯავახეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის 329 კანდიდატიდან, 39 ქალია. მათი ნაწილი პოლიტიკაში ახალი სახეა, ნაწილი კი წლებია პოლიტიკაშია.
21 ოქტომბრის არჩევნებზე სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარულ ოლქებში რეგისტრირებული ყველა ქალი მაჟორიტარი კანდიდატი პარტიის მიერაა წარდგენილი. მამაკაცებთან შედარებით, მათი რიცხვი საკმაოდ მცირეა. ქალები, მაჟორიტარ დეპუტატთა მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 12% – ს შეადგენენ.
სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატები ექვსმა პარტიამ წარადგინა. ესენია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული...
„რუსთავი 2“-ის დაკვეთით გავლენიანმა ამერიკულმა კვლევითმა კომპანია „ედისონ რისერჩმა“ გამოკითხვა ჩაატარა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, კვლევა 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. საველე სამუშაოები თბილისში ჩატარდა. გამოკითხულებიდან ყველა არის სრულწლოვანი და აქვს დედაქალაქში ხმის მიცემის უფლება.
კვლევის შედეგები ასეთია:
კითხვაზე, "თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?" პასუხები ასეთია:
კახი კალაძე - 34%
ზალიკო უდუმაშვილი - 14%
ალეკო ელისაშვილი - 14%
ელენე ხოშტარია -...
ქალაქ აბაშაში ჩიქოვანის, ჯორჯიკიასა და თავისუფლების ქუჩებზე შეკეთდა ტროტუარები.
პროექტი ითვალისწინებდა: ტროტუარებზე შემორჩენილი ასფალტის ფენისა და ამორტიზებული ბეტონის წყალსაშრეტი არხების დემონტაჟს, ახალი რკინა-ბეტონის არხების, არხის ზემოთ გადასასვლელების, ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობას.
სამუშაოები ელ-ტენდერში გამარჯვებულმა შ.პ.ს. „ JM-მა“ შეასრულა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 94 405 ლარით დაფინანსდა.
ინფორმაციას ამის შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































