ასპინძის „ქართული ოცნების“ შტაბში, 7 ოქტომბერს, საჯარო მოხელეები და თვითმმართველობის სხვა თანამშრომლები შეკრიბეს. შეხვედრას „ქართულმა ოცნებამ“ რიგითი, სამუშაო შეხვედრა უწოდა, თუმცა, დამსწრეთა ნაწილი ამბობს, რომ მათზე ზეწოლა იყო და ისინი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობაზე გააფრთხილეს.
ასპინძის „ქართული ოცნების“ რაიონულ ორგანიზაციასთან, ხალხმა შეკრება 7 ოქტომბერს დილის 11:00 საათიდან დაიწყო. შეკრებილები ამბობდნენ, რომ პარტიის მხარდამჭერები იყვნენ და პარტიულ შეკრებაზე მოვიდნენ.
იგივე გვითხრა „ქართული ოცნებიდან“ ასპინძის მერობის კანდიდატმა როსტომ მაგრაქველიძემ: „ყოველთვის მაქვს ასეთი პარტიული შეხვედრები, არაოფიციალურია და ჩვენი წევრები არიან, არც არავის ველოდებით, მე უნდა გავესაუბრო“.
თუმცა შეხვედრაზე რომ მხოლოდ მაგრაქველიძე არ იქნებოდა, ამას ადგილზე მისული აქტივისტები ამბობდნენ. ისინი ხმამაღალ კომენტარებს ერიდებოდნენ, პირად საუბრებში კი აცხადებდნენ, რომ „დაიბარეს და მოვიდნენ, თუმცა ვის უნდა შეხვედროდნენ და რა თემაზე ესაუბრათ, არ იცოდნენ“. მათ ბოლო პერიოდში, „ქართული ოცნების“ შტაბში, სათათბიროდ, არც ასეთი მასშტაბური შეკრება ახსოვდათ.
მალე შტაბში პარლამენტის წევრი და „ქართული ოცნების“ რეგიონების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დიმიტრი სამხარაძე გამოჩნდა. იგი შეკრებილებს ორ ჯგუფად, ცალ–ცალკე შეხვდა, – თვითმმართველობის თანამშრომლებს ცალკე და აქტივისტებს ცალკე. შეხვდრა ჟურნალისტებისთვის დახურული იყო.
სტატიის სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე
ფოტო: სამხრეთის კარიბჭე